fbpx

რა განსხვავებაა ანგელოზ ინვესტორებსა და ვენჩურულ კაპიტალისტებს შორის?

ბიზნესანგელოზის

რა განსხვავებაა ანგელოზ ინვესტორებსა და ვენჩურულ კაპიტალისტებს შორის?

ბიზნესანგელოზის ინვესტიციასა და სარისკო კაპიტალს შორის არაერთი განსხვავებაა ინვესტიციის ზომისა თუ ტიპის, რისკისა და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დროის მხრივ. ამის გარდა, კაპიტალის უკუგების პოტენციალი თითოეულ შემთხვევაში სხვადასხვაა. ამ განმასხვავებელი ნიშნების უფრო უკეთ გასააზრებლად, პირველ რიგში, ორივე მათგანის განმარტებას გავეცნოთ.

ბიზნესანგელოზის ინვესტიცია – განმარტება

ბიზნესანგელოზები ადრეული ეტაპის სტარტაპებს აფინანსებენ და ინვესტიციის ჩასადებად საკუთარ ქონებას იყენებენ. ისინი არიან ბიზნესსფეროში გამოცდილი ადამიანები ან ყოფილი ანტრეპრენერები, რომელთაც თანხის გარდა, საკუთარი რჩევებითა და გამოცდილებით შეუძლიათ კომპანიების დახმარება. აქედან გამომდინარე, მათთან დადებულ გარიგებებს სტარტაპებისთვის დიდი ღირებულება მოაქვს.

ვინ არიან ანგელოზი ინვესტორები

angel ინვესტორები

ანგელოზი ინვესტორები (ასევე ცნობილი, როგორც ენჯელ ინვესტორები, კერძო ინვესტორები, ბიზნესანგელოზები და seed ინვესტორები) არიან პირები, რომლებიც ადრეული განვითარების სტარტაპებს კომპანიის მცირე წილის (10-25%) სანაცვლოდ აფინანსებენ.

სარისკო კაპიტალი (VC) – განმარტება

ბიზნესანგელოზებისგან განსხვავებით, სარისკო კაპიტალის ფირმები ფიზიკური პირების, კორპორაციებისა და სხვადასხვა ფონდის სახსრებს აერთიანებენ და სწრაფად მზარდ (ან ზრდის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე) კომპანიებში დებენ ინვესტიციას. ამ სახის დაფინანსება ყოველთვის ფულადი სახის არაა და შესაძლოა ტექნიკური ან მენეჯერული სარგებლის სახით იყოს წარმოდგენილი.

ვენჩურული კაპიტალისტები გათვლილ რისკზე მიდიან, ანუ კომპანია საფუძვლიანად აქვთ შესწავლილი და რისკის წარმატების შანსი გაანგარიშებული აქვთ. აღნიშნული გამომდინარეობს მათი ფიდუციური ვალდებულებიდან იმ ინვესტორების მიმართ, რომელთაც წარმოადგენენ.

რადგანაც ინვესტირების თითოეული ფორმის ზოგად განმარტებას გავეცანით, ახლა ვნახოთ, თუ დამატებით რა მნიშვნელოვანი განსხვავებები იკვეთება მათ შორის.

რისკის დონე

ბიზნესანგელოზის ინვესტიცია – ინვესტირება ძალიან სარისკოა, რადგან სტარტაპის შემოსავლების ნაკადი ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული.
სარისკო კაპიტალი – ეს ინვესტიცია შედარებით ნაკლებად სარისკოა, ვინაიდან შემოსავლების ნაკადი დადასტურებულია, მაგრამ კომპანიის მოგებიანობა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი.

ინვესტიციის ზომა

ბიზნესანგელოზის ინვესტიცია – ინვესტიციის ზომა შემოიფარგლება რამდენიმე მილიონით.
სარისკო კაპიტალი – ფულადი სახსრების გაერთიანების გამო, ინვესტიციის ზომა შეიძლება რამდენიმე მილიონიდან ათეულ მილიონამდე მერყეობდეს.

ინვესტიციის ტიპი

ბიზნესანგელოზის ინვესტიცია – ინვესტიციის სახეობა არის Equity ან/და SAFE.
სარისკო კაპიტალი – ინვესტიციის სახეობა არის Equity ან/და კონვერტირებადი ობლიგაცია.

საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დრო

ბიზნესანგელოზის ინვესტიცია – გადაწყვეტილების მიღებისთვის შედარებით ნაკლები დროა საჭირო, რადგან ის მოიცავს ინდივიდუალურ ინვესტორს.
სარისკო კაპიტალი – სარისკო კაპიტალისტებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან ისინი სხვადასხვა ინტერესის მქონე მრავალ დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, ვენჩურული კაპიტალისტის დარწმუნება სტარტაპებისთვის უფრო რთულია.

კაპიტალის უკუგების პოტენციალი

ბიზნესანგელოზის ინვესტიცია – ინვესტიციას უკუგების მაღალი პოტენციალი აქვს. ის, ზოგჯერ, ინვესტიციაზე 100-ჯერ მეტიც კია.
სარისკო კაპიტალი სარისკო კაპიტალი უფრო გათვლილ რისკებს მოიცავს და  უკუგება შეიძლება ბევრად დაბალი იყოს.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post