fbpx

უკრაინამ Clearview AI სახის ამომცნობის გამოყენება დაიწყო

Clearview

უკრაინამ Clearview AI სახის ამომცნობის გამოყენება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს Clearview AI-ის სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ეს კი მას შემდეგ, რაც ამერიკულმა სტარტაპმა მათ რუსი თავდამსხმელების იდენტიფიცირება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და დაღუპულების იდენტიფიცირება შესთავაზა.

უკრაინა იღებს უფასო წვდომას სახეების მძლავრ საძიებო სისტემაზე, რაც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, სხვადასხვა მიზნის მქონე თავდამსხმელები გამოავლინოს.

Clearview-მ განაცხადა, რომ მან არ შესთავაზა ტექნოლოგია რუსეთს, რომელიც უკრაინაში მის ქმედებებს “სპეციალურ ოპერაციას” უწოდებს.

კომპანიის დამფუძნებელმა ასევე თქვა, რომ მის სტარტაპს ჰქონდა 2 მილიარდზე მეტი სურათი რუსული სოციალური მედიის სერვისიდან VKontakte-დან – მთლიანობაში 10 მილიარდი ფოტოს მონაცემთა ბაზიდან.

ამ მონაცემთა ბაზას შეუძლია, დაეხმაროს უკრაინას, მიცვალებულების იდენტიფიცირებაში უფრო ადვილად, ვიდრე თითის ანაბეჭდების შედარების გზა. Clearview-ს ტექნოლოგია ასევე შეიძლება, გამოყენებულ იქნას ოჯახებს მოწყვეტილი ლტოლვილების გაერთიანებისთვისაც.

VKontakte-ის Clearview-ის მონაცემთა ბაზას უფრო ყოვლისმომცველს ხდის, ვიდრე PimEyes – საჯაროდ ხელმისაწვდომი სურათების საძიებო სისტემა, რომელსაც ადამიანები ომის ფოტოებში პიროვნებების იდენტიფიცირებისთვის იყენებდნენ.

თუმცა, ერთ-ერთი კრიტიკოსი ამბობს, რომ სახის ამოცნობამ შეიძლება არასწორად გამოავლინოს ადამიანები საგუშაგოებზე და ბრძოლაში. შეუსაბამობამ შეიძლება, გამოიწვიოს სამოქალაქო პირების სიკვდილი, ისევე, როგორც უსამართლო დაპატიმრებები – თქვა ალბერტ ფოქს კანმა, სათვალთვალო ტექნოლოგიების ზედამხედველობის პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიუ-იორკში.

”ჩვენ დავინახავთ, რომ კარგი განზრახვის მქონე ტექნოლოგია უკუშედეგს გამოიღებს და ზიანს მიაყენებს სწორედ იმ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად დახმარება სჭირდებათ,” – თქვა მან.

Clearview-ის გამოყენება უკრაინამ სულ ახლახან დაიწყო და ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგი აქვს ამ ტექნოლოგიას ომის პროცესში.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post