fbpx

რატომ აქვს კონტენტ მოდერაციას გავლენა მეტავერსზე

რატომ აქვს კონტენტ მოდერაციას გავლენა მეტავერსზე

ციფრული და მატერიალური სამყაროს შერწყმამ მეტავერსს ახალი სისტემების შექმნისაკენ უბიძგა, რათა კომპანიები და მომხმარებლები ერთმანეთს ვირტუალურ სამყაროში დაკავშირებოდნენ. მეტავერსმა განიზრახა, მომსახურების თითქმის ყველა სექტორი დაეფარა, მათ შორის, საცალო ვაჭრობა, თამაშები, ფინანსური მომსახურება, მოგზაურობა და ჯანდაცვა.

გარდა ამისა, მეტავერსს აქვს პოტენციალი, შექმნას სუბტიტრები და ვიზუალური მასალა ყრუ ან სმენადაქვეითებული პირებისთვის. ასევე, მათაც გაუმარტივოს აღქმა, ვისაც კონტრასტული ფერების ადაპტაცია უჭირთ.

ისევე, როგორც მის წინამორბედ Web 2-ს, თანამედროვე ციფრულ სამყაროსაც სჭირდება, შეუქმნას მომხმარებლებს უფრო უსაფრთხო, სანდო და ინკლუზიური გარემო. მომხმარებლებს უკვე აქვთ მოლოდინი, რომ ბრენდები დაიცავენ მათ მონაცემებს. შესაბამისად, კომპანიებმა მეტავერსის პრაქტიკის დანერგვისას ყურადღება უნდა გაამახვილონ მომხმარებლებზეც და სავარაუდო ციფრულ ფაქტორებზეც.

რა როლი აქვს მოდერაციას მეტავერსში?

მეტავერსის ინტერაქციულ ბუნებას აქვს პოტენციალი, საშუალება მისცეს ბრენდებს, გამოცდილების მიხედვით, თანდათანობით უკეთესი სამომხმარებლო სერვისები და საკომუნიკაციო სისტემები შექმნან. თუმცა, ურთიერთობების ამ გზით დამყარება შესაძლებელია მაშინ, როცა ბრენდის მიმართ სანდოობა მაღალია. Web 2-ის ეპოქამ ნამდვილად გვასწავლა ის, რომ რაც მეტად საინტერესოა ვირტუალური სამყარო, მით მეტია ჰაკერული საშიშროების ალბათობა. შესაბამისად, მომხმარებლებიც საკმაოდ ფრთხილები არიან და უკვე გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, თუ როგორ უფრო დაცულები იქნებიან ისინი: ინდივიდუალურად თუ კორპორაციულად ბრენდების უსაფრთხოების ქვეშ. საბედნიეროდ, კომპანიებს შეუძლიათ, დანერგონ საუკეთესო პრაქტიკა, რათა შეამცირონ რისკები პერსონალური მონაცემების გატეხასთან დაკავშირებით მეტავერსში, მათ შორის:

კონტენტის 3D მოდერაცია

• პირდაპირი ტრანსლაციის მოდერაცია (ჩატი, აუდიო, ვიდეო სტრიმინგი)

• რეკლამების თავიდან არიდება და მათი მოდერაცია

• მომხმარებლის დაცვა

• თაღლითობის გამოვლენა და შესაბამისი რეაგირებებით უზრუნველყოფა

• მონიტორინგი

აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე სფეროა, რომელიც გათვალისწინებულია მეტავერსის კონტენტის მოდერაციის სტრატეგიის შექმნისას. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მეტავერსისთვის რჩება დიდი რაოდენობის მონაცემების ათვისება და შენახვა. გამოსავალი კი ალბათ, ისევ ადამიანების ქცევასა და ტექნოლოგიებში უნდა ვიპოვოთ.

რა შეინარჩუნებს მეტავერსს – მანქანები თუ ადამიანები?

ადამიანები და ტექნოლოგიები ვირტუალურად დიდ საქმეს აკეთებენ მონაცემთა ბაზებისთვის და ნებისმიერი ციფრული პროგრამისთვის. მართალია, ხელოვნური ინტელექტი და მანქანათმცოდნეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს კონტენტის ნაწილშიც, მაგრამ გამოქვეყნებამდე სწორედ ადამიანები არიან გადამწყვეტი კომპონენტები.

მაგალითად, მანქანებს შეუძლიათ, შეასრულონ სამუშაო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლასიფიცირებულ მონაცემებთან აქვთ საქმე, რადგან მანქანური სისტემები ვერ ახერხებს შინაარსის იდენტიფიცირებას. ხელოვნური ინტელექტი ვერ გაარჩევს ადამიანებს, რომლებიც მგრძნობიარე სიტყვების ნაცვლად იყენებენ emoji-ს და ა.შ.

წარმატებისთვის კონტენტ მოდერაციები უნდა განისაზღვროს ხალხის მიერ. შეიძლება ითქვას, რომ Web 2-ის სამყაროში უკეთესი შედეგები დაიდება ადამიანისა და ტექნოლოგიების კომბინირებული მოქმედებით.

ვინ დაიცავს თავად პროტექტორებს?

პასუხი ცალსახაა – კომპანიები. მათ უნდა უზრუნველყონ თავიანთი ბრენდისთვის მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება და ასევე, შესთავაზონ სხვადასხვა ბენეფიტიკონტენტ მოდერატორების ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის საუკეთესო მიდგომა მათი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა ფიტნესით, ტრენინგებით, კონსულტაციებით, შთამაგონებელი რელაქსაციებით – ასევე, სოციალური აქტივობებით როგორიცაა: ჯგუფური ექსკურსიები და დღესასწაულები.

ფაქტობრივად, საუბარია ადამიანური რესურსის გაძლიერებასა და დაცვაზე, რომელიც შემდეგ თავის ენერგიას და გონებას სწორედ კომპანიის საკეთილდღეოდ იყენებს და რატომაც არ უნდა შეუწყოს ხელი ორგანიზაციამ?!

ამ პრაქტიკის გარდა, ბრენდებს შეუძლიათ, ინფორმაცია მიაწოდონ გუნდს მეტავერსული შინაარსის სტრატეგიებზე, მათ მიერ მიღწეულ წარმატებებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც ისინი აწყდებიან დღევანდელ ციფრულ პლატფორმებზე. ორგანიზაციები, რომლებიც არ საუბრობენ თანამშრომლებთან სტრატეგიებზე მთლიანად ძირს უთხრიან მათ ღირებულებებს, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი სამუშაოს ასრულებს ინერციით, გაუცნობიერებლად და მას მკაფიოდ არ აქვს განსაზღვრული, თუ რა მიზანს ემსახურება მისი სამუშაო. საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირებითა და გაზიარებებით კომპანიებს შეუძლიათ, თავიანთი მეტავერსი გახადონ ის ადგილი, სადაც ყველანი დაცული და უზრუნველყოფილი იქნებიან ახალი, საინტერესო სამყაროების შესასწავლად.

როგორ გადავიხდით ნივთის საფასურს მეტავერსში?

მეტავერსში

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, ბევრი ფიქრობს, რომ მეტავერსი იქნება ვირტუალური სამყარო, სადაც ადამიანები გამოიყენებენ “ავატარებს” ერთმანეთთან ურთიერთობისთვის.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post