fbpx

Facebook ახალ ფუნქციებს ამატებს

Facebook ახალ ფუნქციებს ამატებს

Facebook-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი ფუნქცია, რომელიც კონტენტს ექსკლუზიურად ხელმისაწვდომს ხდის ამა თუ იმ გვერდის ტოპ ფანებისთვისა და გამომწერებისთვის.

აღნიშნული ფუნქცია მარტივად შეუძლიათ დააყონენონ გვერდების შემქმნელებმა აუდიტორიის პარამეტრებში შესვლით და ახალი პოსტის გაზიარებისას პირდაპირ მონიშნონ მათი სამიზნე ჯგუფები. სამომავლოდ კი, Facebook-ი  გეგმავს გამოაქვეყნოს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია, რომლის საშუალებითაც გვერდების ადმინებს შეეძლებათ, ადრეული წვდომა მისცენ გამომწერებს სპეციალურ კონტენტზე.

კომპანია ასევე აპირებს ახალი ფუნქციის დამატებას სახელწოდებით “Creator Endorsements,” რითაც, გვერდის მფლობელებს შეეძლებათ, მონიშნონ ერთმანეთი და მოიწვიონ თავიანთი გამომწერები სხვადასხვა გვერდის საჩვენებლად. მაშინ, როდესაც მიიღებთ მსგავს შეთავაზებას, პარალელურად Facebook გკითხავთ, გსურთ თუ არა მიჰყვეთ რეკომენდებულ გვერდს.

გარდა ამისა, Facebook ამატებს „Rising Creator Labels-ს”, რათა მომხმარებლებისთვის გაზარდოს პლატფორმაზე ახალი გვერდების ხილვადობა და მათი აღმოჩენა.

ამასთანავე, Facebook-ი გვერდების შემქმნელებსაც უგზავნის შეტყობინებებს პერიოდულად მზარდია თუ არა მათი ხილვადობა და ინტერაქცია სოციალურ ქსელში. Label-ის დახმარებით, გვერდის მფლობელი ხედავს გამომწერების ჩართულობას, მასშტაბებს ა.შ. ასევე, მისი დახმარებით გვერდი გამოჩნდება პოტენციურ მომხმარებებლებშიც, რათა დაეხმაროს მას აუდიტორიის გაზრდაში.

გარდა ამისა, სოციალური ქსელს აქვს გამომწერების ავტომატურად მონიშვნის ფუქნცია. ის ასევე, იძლევა შაბლონური ტექსტების მონიშვნის შესაძლებლობას, რაზეც კომპანია ამბობს, რომ შაბლონური სისტემა ეხმარება გვერდის მფლობელს, მარტივად მიმართოს მომხმარებლებს. მათი თქმით, შაბლონები ხელს შეუწყობს ჩართულობის გაზრდასაც.

აღსაღნიშნავია, რომ ახალი ფუნქციების გაშვება მალე იგეგმება.

ცოტა ხნის წინ კი, Facebook-მა აამოქმედა ფუნქცია „Music Revenue Sharing“, რომელიც საშუალებას აძლევს ვიდეოს შემქმნელებს, გამოიყენონ ლიცენზირებული მუსიკა თავიანთ ვიდეობში და მიიღონ ფინანსური წილი მუსიკის რეკლამიდან. უფრო ზუსტად, როდესაც კონტენტ შემქმნელი იყენებს ლიცენზირებულ მუსიკას 60 წამიან ან მეტი ხანგრძლივობის ვიდეოში, მას შეუძლია გამოიმუშაოს ფული სტრიმინგ რეკლამებით.

Facebook-ის კრეატორებს ვიდეოებიდან ფულის გამომუშავება შეეძლებათ

ცოტა ხნის წინ Meta-მ გამოაცხადა, რომ Facebook-ის კრეატორებს ამიერიდან ფულის გამომუშავება ფეისბუქის ვიდეოებით შეეძლებათ, თუკი ვიდეოებისთვის ლიცენზირებულ მუსიკას გამოიყენებენ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post