fbpx

Facebook-ს მალე NFT-ები დაემატება

NFT

Facebook-ს მალე NFT-ები დაემატება

მაისში ინსტაგრამზე NFT-ის მხარდაჭერის დებიუტის შემდეგ, Meta-მ ციფრული კოლექციების მხარდაჭერა Facebook-ზეც დაამატა. Meta-ს სპიკერმა განაცხადა, რომ კომპანიამ NFT-ების Facebook-ზე ჩაშვება უკვე დაიწყო, თუმცა, სატესტო რეჟიმში ეს სიახლე შეეხება მხოლოდ  შეერთებულ შტატებში მყოფ კრეატორთა კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლებს, რომელთაც საშუალება ექნებათ, ციფრული კოლექციები Facebook-ზე გამოაქვეყნონ.

ნფტ-ების Facebook-ზე ოფიციალური ჩაშვება დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ იგეგმება. ზაკერბერგმა ასევე განაცხადა, რომ ტესტირების პროცესში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ჯვარედინად განათავსონ პოსტები Instagram-სა და Facebook-ზე.

ნფტ-ების განთავსება თქვენს თაიმლაინზე შეგეძლებათ, ხოლო მათზე დაწკაპებით გამოჩნდება დეტალები ციფრული კოლექციისა და მისი შემქმნელის შესახებ.

Instagram-ზე NFT-ების განთავსება ხდება შესაძლებელი

NFT-ების

2 თვის წინ, South By Southwest-ში გამართულ სესიაზე მარკ ზაკერბერგმა განაცხადა, რომ  რამდენიმე თვეში მომხმარებლები Instagram-ზე NFT-ების განთავსებას შეძლებდნენ.

ზაკერბერგმა ასევე თქვა, რომ Meta აპირებს, გაძლიერებული რეალობის NFT-ებსა ან 3D NFT-ებზე დაიწყოს მუშაობა, რომლებიც შეგიძლიათ Instagram Stories-ში გადაიტანოთ Spark AR-ის გამოყენებით (ეს არის კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის AR პლატფორმა).

გასულ კვირას Meta-მ ნფტ ტესტირების პროცესი უფრო მასშტაბური გახადა Instagram-ზე, რათა მთელ მსოფლიოში უფრო მეტ კრეატორს მისცეს შესაძლებლობა, თავისი ნფტ-ები Instagram-ზე განათავსოს. აქამდე ეს მხოლოდ შეერთებულ შტატებში შერჩეული კრეატორების ჯგუფისთვის იყო ხელმისაწვდომი.

მეტამ თქვა, რომ ნფტ კოლექციების გამოქვეყნება სრულიად უფასო იქნება კრეატორებისთვის, თუმცა, ასევე განაცხადა, რომ ამ პოსტების რეკლამაში ჩაშვება შეუძლებელი იქნება.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post