სტარტაპმა FINMAP $1.2 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა
500 Startups Georgia -ს მონაწილე უკრაინულმა სტარტაპმა FINMAP.online $1.2 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. დაფინანსების რაუნდს უძღვებოდა ჩეხური ფონდი Presto Ventures. მასში ასევე მონაწილეობდნენ Sturgeon Capital, SID Venture Partners, BRISE Capital. და სტარტაპ ინკუბატორი Startup Wise Guys.
სტარტაპის წარმომადგენლების თქმით, მიღებული ინვესტიცია მოხმარდება დეველოპერების გუნდის გაზრდასა და პროდუქტის დახვეწას, ასევე სტარტაპის ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ბაზრებზე გაფართოებას. აღსანიშნია, რომ FINMAP მიმდინარე წელს ინვოისის ფუნქციის დამატებას გეგმავს.
თანხების მართვაში ტექნოლოგიის გამოყენება კომპანიის ეფექტურად ხელმძღვანელობასა და განვითარებაში დაგეხმარებათ. ამჟამად, ჩვენ 12 ქვეყნის მასშტაბით გვყავს მომხმარებლები და გაფართოებას პოლონეთში, ჩეხეთში, ესპანეთსა და თურქეთში ვაპირებთ, – განაცხადეს დამფუძნებლებმა.
FINMAP სოლოვეი ალექსანდრმა და ივან კაუნოვმა 2018 წელს დააარსეს. ხოლო გუნდს 2021 წელს Monobank-ის თანადამფუძნებელი დმიტრო დუბილეც შეუერთდა. სტარტაპი კომპანიებს ფულადი ნაკადების მენეჯმენტში ეხმარება. აპლიკაციის მეშვეობით მატივდება შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის ანალიტიკური ფორმით წარმოდგენა. ამის გარდა, სერვისი უზრუნველყოფს ანონიმურობასა და მონაცემების უსაფრთხოებას.
აღსანიშნია, რომ 2021 წელს სტარტაპმა უკრაინელი და ევროპელი ვენჩურული კაპიტალისტებისგან მოიზიდეს ინვესტიციები. ამასთანავე, FINMAP-ის გუნდი გასულ წელს 7-იდან 58 ადამიანამდე გაიზარდა.