fbpx

აშშ-ის სენატორი Apple-სა და Google-ს მიმართავს

Apple-სა

აშშ-ის სენატორი Apple-სა და Google-ს მიმართავს

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თაღლითებმა ინვესტორებისგან კრიპტოვალუტებისა და NFT-ების სახით მილიარდობით დოლარი მოიპარეს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში ბაზრებზე ფასები დაეცა, თაღლითობების რაოდენობა კვლავ იზრდება. კიბერკრიმინალები იყენებენ სხვადასხვა კომპანიის ლოგოებს, სახელებსა და სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, რათა ინვესტორებს დააჯერონ, რომ ისინი ლეგიტიმურ ფირმებთან იჭერენ კავშირს. აღსანიშნია, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ახლახან გამოსცა მოსხენება, რომლის თანახმადაც ამგვარი თაღლითობის მსხვერპლი უამრავი ადამიანი გახდა და ერთ წელიწადზე ნაკლებ პერიოდში 244-მა ინვესტორმა $42.7 მილიონი დაკარგა. ამ საკითხით უკვე აშშ-ის კონგრესის წევრებიც დაინტერესდნენ – ისინი ტექნოლოგიურ გიგანტებს,  Apple-სა და Google-ს მიმართავენ და მათგან გარკვეულ პასუხებს ითხოვენ.

Apple-ისა და Google-ის აღმასრულებელი დირექტორებისთვის, ტიმ კუკისა და სუნდარ პიჩაისთვის განკუთვნილ წერილებში, აშშ-ის სენატორი შეროდ ბრაუნი კომპანიებს სთხოვს ახსნან, თუ როგორ განიხილავენ კრიპტოვაჭრობისა და ციფრული საფულეების აპლიკაციების Apple Store-სა და Google Play-ში ჩამოსატვირთად დამატების საკითხს.

,,ბოლო წლებში კრიპტო სავაჭრო პლატფორმებისა და ბირჟების პოპულარობა გაიზარდა და მილიონობით ინვესტორმა ჩამოტვირთა მობილური აპლიკაციები ციფრული აქტივებით ვაჭრობისა და ინვესტირებისთვის. კრიპტო მობილური აპლიკაციები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია აპლიკაციების მაღაზიების, მათ შორის, Apple-ის App Store-ის [Google-ის Play Store-ის] საშუალებით. კრიპტო აპლიკაციები ინვესტორებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის მარტივ და მოსახერხებელ გზებს სთავაზობდნენ, თუმცა გაჩნდა ცნობები ყალბ კრიპტო აპლიკაციებზე, რომლებმაც ასობით ინვესტორი მოატყუეს’’, – წერს სენატორი.

როდის დაიწყება შემდეგი ,,ხარის ბაზარი’’?

ხარის ბაზარი

2022 წელი კრიპტობაზრისთვის საკმაოდ არასახარბიელო აღმოჩნდა. ბაზრის ლიდერებმაც კი, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი, თავიანთი ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგეს. ხოლო ზოგიერთი, შედარებით უფრო ნაკლებად პოპულარული, ციფრული ვალუტის ფასი 80%-ით ან მეტით დაეცა.

წერილებში ბრაუნი აღმასრულებელ დირექტორებს სთხოვს, დეტალურად ახსნან კრიპტო აპლიკაციების განხილვისა და მონიტორინგის პროცესები, რომლებიც ე.წ. ფიშინგის თავიდან აცილების მიზნით აქვთ მიღებული. ის ასევე ითხოვს იმ ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც კომპანიებმა მომხმარებლებს ყალბი საინვესტიციო აპლიკაციების შესახებ გაფრთხილების სახით მიაწოდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოინვესტიციებისა და სხვა მსგავსი სერვისების მომწოდებელმა ფირმებმა თავად უნდა მიიღონ თაღლითური აქტივობების თავიდან ასაცილებლად ზომები, მათ შორის, გააფრთხილონ ინვესტორები თაღლითობების რაოდენობის ზრდის შესახებ, აპლიკაციების მაღაზიებს ასევე უნდა ჰქონდეთ შესაბამისი გარანტიები’’, – დასძენს იგი.

Apple-სა და Google-ს სენატორის თხოვნაზე პასუხის გასაცემად ვადა 10 აგვისტომდე აქვთ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post