fbpx

კურსზე ,,ფინტეკი – ფინანსების მომავალი’’ მიღება დაიწყო

კავკასიის უნივერსიტეტი fintech

კურსზე ,,ფინტეკი – ფინანსების მომავალი’’ მიღება დაიწყო

კავკასიის ბიზნესის სკოლისა (CSB) და გლობალური ფინტექ ფორუმის (GIFT) ერთობლივ სასერტიფიკატო კურსზე ,,ფინტექი – ფინანსების მომავალი’’ მიღება დაიწყო. პროგრამა განკუთვნილია გამოცდილი ფინანსისტების ფართო სპექტრისთვის – საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯმენტის, რეგულატორებისა და ფინტექ ანტერპრენერებისთვის.

კურსის მთავარი მიზანი ფინტექის რაც შეიძლება მეტი რეალური გამოცდილების განხილვაა და ის პრაქტიკულ სწავლებაზე იქნება ორიენტირებული. შესაბამისად, მონაწილეები ნასწავლი კონცეფციებისა და წარმოდგენილი შემთხვევების თავიანთ ყოველდღიურ როლებში გამოყენებას შეძლებენ.

პროგრამას გაუძღვებიან პროფესორი მალიკ კოტადია და სხვადასხვა მოწვეული სპიკერი ფინტექის სფეროდან.

ინფორმაცია კურსის შესახებ

 პროგრამა 2021 წლის ნოემბერში დაიწყება და მისი ხანგრძლივობა 60 საათი (30 სესია) იქნება. კურსის ღირებულება 1800 ევროს შეადგენს.

 რაც შეეხება, მის შემადგენელ თემებს:

– შესავალი Fintech-ში: Fintech-ის რატომ, რა, როგორ, ვინ და სად (2-4 მოდული).

– ძირითადი Fintech კატეგორიები და მიმართულებები: გადახდები, დაკრედიტება, დაზოგვა, დაზღვევა, ინვესტიცია და ფინანსური ინკლუზიურობა (4-6 მოდული).

– ახლადაღმოცენებული ბიზნეს მოდელები და უახლესი ტრენდები: ღია ფინანსები, რისკ-ტეკი (4-6 მოდული).

– Fintech-ის ძირითადი ტექნოლოგიური მამოძრავებლები: ABCD Fintech: AI, Blockchain, Cloud, Data (5- 8 მოდული).

– Fintech ეკოსისტემა (2-4 მოდული):

  • სხვადასხვა ჩართული მხარის როლი Fintech ლანდშაფტის შემუშავებაში, ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
  • გლობალური და რეგიონული Fintech ეკოსისტემის მიმოხილვა.
  • Fin-Tech, Tech-Fins და ბანკები: კონკურენციიდან პარტნიორობამდე?

– Fintech რეგულაციები (2 მოდული).

  • რეგულაციების როლი და მიზანი ციფრულ ფინანსებში – ,,holy trifecta’’.
  • მარეგულირებელი ლანდშაფტის მიმოხილვა: გლობალურად და რეგიონების მიხედვით, მისი ნიუანსები, მიზნები და ევოლუცია.

– სტარტაპების დაფინანსება (4-6 მოდული)

  • ვენჩურული კაპიტალის როლი ფინტექის დაფინანსებაში, ტრენდები, თეზისები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

ინფორმაცია პროფესორის შესახებ

კურსის პროფესორ მალიკ კოტადიას ფინტექ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის Global Impact FinTech Forum-ის დამფუძნებელი, Finnovation Labs-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე, ციფრული ფინანსების ევანგელისტი და global top 100 fintech ინფლუენსერია.

თავისი 20-წლიანი კარიერის განმავლობაში ის მართავდა მილიარდდოლარიან ბიზნესს სხვადასხვა ბაზარზე, ხელმძღვანელობდა ინოვაციებს და იყო სერიული ანტრეპრენერი.

მალიკი 120-ზე მეტ ღონისძიებაზე ყოფილა მომხსენებელი ციფრული ფინანსების, ფინტექის, ინოვაციების, ბლოკჩეინის, ციფრული ფინანსური ინკლუზიისა და ინდუსტრია 4.0-ის შესახებ.

გარდა ამისა, პროფესორი წიგნის The New Ages ავტორიცაა. მისი მომდევნო ორი ნამუშევრის გამოცემა კი 2022 წელს იგეგმება.


მსურველებს რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე შეუძლიათ.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post