fbpx

პირველად, Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში ჩატარდება

fuckup

პირველად, Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში ჩატარდება

თუკი აქამდე Fuckup Nights Tbilisi-ს საღამოები ფიზიკურ სივრცეებში იმართებოდა, ამჯერად, ღონისძიების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, სრულიად ახალი და თანამედროვე გარემო შეერჩიათ მისთვის – ანუ მეტავერსი. დიახ, ამჯერად Fuckup Nights Tbilisi 28-ედ სრულიად ვირტუალურ, თუმცა კი, ამავდროულად, რეალურ გარემოში ჩატარდება 2022 წლის 21 ივლისს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე.

ვინ არიან მომხსენებლები?

– ანა ჩუბინიძე, ჯიბის სტუდიის დამფუძნებელი
– ანა მიმინოშვილი, ილუსტრატორი, დიზაინერი
– ვიქტორია საკუროვა, Sakura Business Properties-ის დამფუძნებელი

თუკი ღონისძიებაზე დასწრება გსურთ, დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე.

აქვე გეტყვით, რომ Fuckup Nights Tbilisi ტარდება Startup Büro-ს მიერ, Impact Hub Tbilisi-თან პარტნიორობით და საქართველოს ბანკის ბიზნესის, ბილაინისა და გაეროს ქალთა მხარდაჭერით.

ღონისძიების პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton, Axel – Georgian Business Angel Network, Remy Martin და Noxtton.

ხოლო მეტავერსიის პარტნიორები კი არიან Arrival, მეტავერსიის ღონისძიების კომპანია და MetaViu, მეტავერსიის გარე რეკლამის ბაზარი, რომელიც აკავშირებს რეკლამის განმთავსებლებსა და ციფრულ მიწის მესაკუთრეებს ვირტუალურ სამყაროებში 3D NFT ბილბორდების საშუალებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: მიუხედავად იმისა, რომ მეტავერსში არ არსებობს სახის კონტროლი, არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა კავშირის და მოწყობილობის კონტროლი:

ამიტომაც, ღონისძიებაზე დასასწრებად უნდა გქონდეთ მინიმუმ 30 Mbps ინტერნეტის სიჩქარე. დასწრება კი შეგიძლიათ მხოლოდ ლეპტოპით ან პერსონალური კომპიუტერით, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

– CPU: i3 (Gen 2 ან უფრო მაღალი) ან AMD ექვივალენტი
– ოპერატიული მეხსიერება: მინიმუმ 4 GB (რეკომენდებულია 8 GB)
– განახლებული Chrome ბრაუზერი

ღონისძიების ბმული და ვიდეო ინსტრუქცია დარეგისტრირებულ პირებს ელფოსტით გაეგზავნებათ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post