fbpx

გადახდის ინოვაციური მეთოდები ფინტექში

გადახდის ინოვაციური

გადახდის ინოვაციური მეთოდები ფინტექში

გადახდის ინოვაციური მეთოდების დანერგვით ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ირჩევენ, გადაიხადონ სმარტფონების ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა უკონტაქტო გადახდები, მეთოდი “იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით” (BNPL) და კრიპტოვალუტები. ტრადიციული საბანკო და ფინანსური ინსტიტუტები იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ, რათა კონკურენცია გაუწიონ ბაზარზე შემოსულ ახალ მოთამაშეებს. ბოლოდროინდელი ინოვაციები გადახდების სფეროში მნიშვნელოვან კონკურენციას იწვევს.

და მაინც, გადახდის რომელი მეთოდებია ყველაზე პოპულარული ფინტექში?

სმარტფონის უკონტაქტო გადახდები

უკონტაქტო გადახდები პოპულარული ყველაზე მეტად Apple Pay-მ და Google Pay-მ გახადა. ეს დაეხმარა ორ კომპანიას, კონკურენცია გაეწია არსებული ფინანსური ინდუსტრიის მოთამაშეებისთვის, როგორებიც არიან ბანკები და საკრედიტო ბარათების პროვაიდერები. შეიძლება გაურკვეველი იყოს, რა განსხვავებაა სმარტფონებით უკონტაქტო გადახდებსა და ბარათებით გადახდებს შორის. დიქსონ ჩუს, Copper-ის აღმასრულებელი დირექტორისა და Citibank-ის ყოფილი მმართველის თქმით, სმარტფონზე დაფუძნებული “ახლო სავალე კომუნიკაცია” (NFC) იყენებს განსხვავებულ ჩიპსა და უსაფრთხო ელემენტს (SE), რომელიც არსებითად იმავენაირად ფუნქციონირებს, როგორც ბარათი. თუმცა, სმარტფონზე დაფუძნებულ NFC-ს აქვს დამატებითი უპირატესობები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოყენებული.

აშკარაა, რომ მომხმარებლებს ურჩევნიათ უკონტაქტო და ციფრული გადახდის მეთოდები. გრეგ გოლდფარბმა, GoDaddy-ის კომერციული პროდუქტების ვიცე-პრემიერმა, თქვა: „აპები, როგორიცაა Apple Pay, მომხმარებლებს სთავაზობს უფრო სწრაფ და უპრობლემო გამოცდილებას, მიუხედავად იმისა, ისინი იხდიან ონლაინ თუ ფიზიკურად“.

იყიდეთ ახლა, გადაიხადეთ მოგვიანებით (BNPL)

ცოტა ხნის წინ, გადახდის მეთოდი, სახელწოდებით buy-now-pay-later (BNPL) გახდა პოპულარული შვედური ფინტექ კომპანიის Klarna-ს წყალობით. ფირმა მომხმარებლებს სთავაზობს საკრედიტო პირობებს, რაც მათ საშუალებას აძლევთ, პროდუქტი განვადებით იყიდონ. სულ ცოტა ხანში მან მოიზიდა 90 მილიონზე მეტი მომხმარებელი და 250 000 საცალო მოვაჭრე მთელს მსოფლიოში.

BNPL ტენდენცია მსოფლიოს ბევრ სხვა ნაწილშიც არსებობს. მაგალითად, მექსიკაში არის კუესკი, სადაც მოსახლეობის 60%-ს არ აქვს წვდომა საბანკო მომსახურებაზე. ადალ ფლორესმა, კუესკის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა: ”უახლოეს მომავალში, BNPL გადაწყვეტილებები კიდევ უფრო ინტეგრირებული გახდება ტრადიციულ ფინანსურ ეკოსისტემებში, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, განახორციელონ უპროცენტო შესყიდვები როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ მაღაზიებში.”

ფინტექ ეკოსისტემა ასე სწრაფად იცვლება. Alliance Data-ს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის რალფ ანდრეტას თქმით, „თაობების გადახდის მეთოდების ცვლილება და პანდემიის გავლენა სავაჭრო ქცევაზე არის მთავარი მამოძრავებელი ძალა “იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით” ტენდენციის ზრდისთვის.” 

თუმცა, ასევე არსებობს საფრთხეები BNPL-ის ირგვლივ, რადგან ის შეიძლება გადაიზარდოს მავნე დამოკიდებულებად იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მას გადაჭარბებულად იყენებენ. მათ დიდ ნაწილს ნამდვილად არ ესმის ამ ვარიანტის მიღმა არსებული დინამიკა და ამ პროცესში უფრო მეტ არასაჭირო ვალს აგროვებს. საშუალო ამერიკელ ოჯახს მხოლოდ საკრედიტო ბარათის დავალიანება დაახლოებით $14,200 აქვს.

გადახდის დამუშავება და თავსებადობა

ბევრი ბიზნესი მთელ მსოფლიოში გადახდებისთვის სავაჭრო ანგარიშების ისეთ პროვაიდერებს მიმართავს, როგორიცაა: Square, Paysafe და Stripe. ეს პროვაიდერები ბიზნესებს ასევე სთავაზობენ ბარათის წამკითხველებს, რომლებსაც ეყრდნობა მილიონობით მომხმარებელი მთელ მსოფლიოში. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული SumUp-ის პროდუქციას იყენებს მრავალი ორგანიზაცია ინგლისის ეკლესიიდან დაწყებული ტანსაცმლის მაღაზიებითა და სწრაფი კვების ობიექტებით დამთავრებული.

ბარათების წამკითხველები ძირითადად იკვებება ბატარეით და ბლუთუზით უკავშირდებიან გაყიდვების პუნქტების მობილურ აპლიკაციეს. ისინი ასევე თავსებადია უკონტაქტო NFC ტრანზაქციებთან, ფიზიკური გადახდის ბარათებთან ან მობილურის საფულეებთან, როგორიცაა: Apple Pay და Google Pay.

კრიპტოვალუტები

Wedge-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბილი რობერტსის თქმით, „მომავალი გვპირდება მნიშვნელოვან მოქნილობას კრიპტოვალუტის გამოყენებაში, როგორც სავალუტო პაკეტის ნაწილი, რომელიც მოიცავს მომხმარებლის ნაღდ ფულს, კრედიტს და სხვა აქტივებს.”

ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ციფრული ვალუტები უფრო მეტად ინტეგრირდება ყოველდღიურ საზოგადოებაში. მაგალითად, ევგენი შაპოვალოვმა Innowise Group-ში თქვა: „კრიპტოვალუტები უკვე რამდენიმე წელია ტენდენციაა და ისინი ეტაპობრივად ინერგება თანამედროვე ეკონომიკაში“.

ზრდის ტენდენციები 2022 წელს

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიებიდან ბევრი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ისინი დიდ დაპირებებს იძლევიან ფინანსების მომავალზე. მაიკლ შრეზენმაიერმა, SumUp-ის ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა: ”მე მჯერა, რომ 2022 საბოლოოდ იქნება წელი, როდესაც QR კოდი გახდება მთავარი ევროპაში.”

ფინტექს ინდუსტრია სწრაფად ვითარდება გადახდის ახალი ინოვაციური გადაწყვეტილებებით, რომლებიც ცვლის გადახდების ლანდშაფტს როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე – ბიზნესისთვის. აშკარაა, რომ გადახდის ბაზარი გადის უზარმაზარი ცვლილებების პერიოდს, სადაც ტრადიციული ბარათებით გადახდები და ნაღდი ფული ნაცვლდება ციფრული გადაწყვეტილებებით, რომლებიც სთავაზობენ მოხერხებულობას და სიმარტივეს მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post