fbpx

როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი? – გარი ტანი

ტანი

როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი? – გარი ტანი

ოდესმე გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ მთლიანი პიცის ჭამა გსურდათ, თუმცა, თქვენი მეორე ნაწილი გეუბნებოდათ, რომ სალათის მირთმევა სჯობდა? სწორედ ეს მაფიქრებს ხოლმე, ნამდვილად ერთი ადამიანი ვარ თუ ერთ სხეულში ბევრი ადამიანი ვართ? ნევროლოგები ამბობენ, რომ ჩვენში ცხოვრობს არა ერთი, არამედ მრავალი განსხვავებული პირი, რომელთაც  სხვადასხვა მოსაზრება, გრძნობები და წარსული აქვთ. ხოლო თუ რაიმის შექმნა გსურთ, მათ შორის, მილიარდდოლარიანი კომპანიის, აღნიშნულ საკითხებს ჯერ ინდივიდუალურ დონეზე უნდა გაუმკლავდეთ, შემდეგ კი გუნდს უნდა დაეხმაროთ. სწორედ ესაა საჭირო ისეთი გუნდის შესაქმნელად, რომელიც სამყაროს შეცვლის, – ამბობს Y Combinator-ის ყოფილი პარტნიორი, Posthaven-ის და Initialized Capital-ის თანდამფუძნებელი გარი ტანი.

გარის, როგორც მენეჯერის, წარუმატებლობა

გასული წლის [2020 წლის] აპრილში 360-გრადუსიანი მიმოხილვა ჩავატარე –  ჩემი გუნდის ხელმძღვანელი ინდივიდუალურად გაესაუბრა იმ ადამიანებს, რომელთანაც მჭიდრო სამსახურებრივი კავშირი მაქვს და ჩემ შესახებ გამოხმაურებას მოუსმინა. შემდეგ კი მონაცემები კონფიდენციალურად შეინახა და ჩემამდე მოიტანა მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც უნდა გამეუმჯობესებინა, – ამბობს ტანი და დასძენს, რომ უკუკავშირის მოსმენა მისთვის ერთგვარი გამოღვიძება იყო, რადგანაც გარკვეულ საკითხებს ბოლომდე ვერ იაზრებდა. კერძოდ, მისი გუნდის ერთ-ერთი წევრის თქმით, გარის ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ უარს მის ნაცვლად სხვა ადამიანები იტყოდნენ; თავის გრძნობებს გვიან გამოხატავდა და სხვებისთვის შეუძლებელი იყო, დაუყოვნებლივ გაეგოთ, რას ფიქრობდა ის კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

,,მე ჩემს საქმეს არ ვაკეთებდი; როცა საჭირო იყო, გამჭვირვალე არ ვიყავი’’, – ამბობს ტანი. როგორ მივიდა გარი აღნიშნულ მდგომარეობამდე? – ,,ხშირად, რაიმე საკითხის ორივე მხარეს ვდგავარ. ერთი მხრივ, ყველაფერზე ჩემს გამოცდილებაზე დაფუძნებული საკუთარი შეხედულება მაქვს. მეორე მხრივ კი, გონებაში დეტალური მოდელები მაქვს შექმნილი იმის შესახებ, თუ რა სურთ სხვა ადამიანებს, იქნება ეს მომხმარებელი, ინვესტორი თუ თანამშრომელი. თითოეულ მათგანს განსხვავებული მოტივაცია, სურვილები და საჭიროებები აქვს’’, – აღნიშნავს ტანი და დასძენს, რომ სწორედ სხვა ადამიანების ქცევის მოდელების შექმნა ეხმარება სამუშაოს კარგად შესრულებაში. თანაც, აღსანიშნია, რომ ამ მოდელებს იგი არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების გამოცდილებიდან გამომდინარე ადგენს. შემდეგ კი, საკუთარი და შექმნილი პერსპექტივებიდან უყურებს სურათს და მსჯელობს. თუ გარი ამ არგუმენტს კარგად ვერ გადაჭრის, კარგ გადაწყვეტილებას ვერ იღებს და სხვების იმედზე რჩება, რომ საბოლოო პასუხი მის მაგივრად მათ თქვან.

როგორც ტანი ამბობს, ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გაიაზრა – მასში ბევრი ადამიანი ცხოვრობს. თანაც, სხვა ადამიანების პერსპექტივაში საკუთარი თავის დაკარგვა ძალიან მარტივია – იქიდან გამომდინარე, რომ სხვების სურვილები და საჭიროებები გარისთვის ძალიან ნათელია, ის ზოგჯერ საკუთარ პერსპექტივას კარგავს.

განვითარების ეტაპები

ჰარვარდის მკვლევარი რობერტ კეგანი ამბობს, რომ განვითარების ხუთი ეტაპი არსებობს, საიდანაც ბოლო ოთხი ზრდასრულ ასაკში თანდათანობით მიიღწევა. თუმცა, ზრდასრულთა მხოლოდ მცირე რაოდენობა აღწევს მეოთხე სტადიას, – ამბობს ტანი და ეტაპებს აღგვიწერს:

ეტაპი 1: იმპულსით ან რეფლექსით მართული. ეს არის ჩვილობის და ადრეული ბავშვობის პერიოდი.

ეტაპი 2: საკუთარი თავის აღქმას მართავს საკუთარი საჭიროებები და სურვილები. ამ სტადიაზე სხვათა მოთხოვნილებები და სურვილები რელევანტურია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი პიროვნების საჭიროებებს ემთხვევა. ასე ცხოვრობს ბავშვებისა და მოზარდების უმეტესობა.

ეტაპი 3: საკუთარი თავის აღქმა სოციალურად არის განსაზღვრული. ეს ეფუძნება სხვათა რეალურ თუ წარმოსახვით მოლოდინებს და 20 წლიდან 30 წლამდე პერიოდს მოიცავს.

ეტაპი 4: საკუთარი თავის აღქმა განისაზღვრება იმ ფასეულობების ერთობლიობით, რომელიც ადამიანებმა თავად შექმნეს. ეს სტადია იშვიათად მიიღწევა და მხოლოდ ზრდასრულ ასაკში.

ეტაპი 5: საკუთარი თავის აღქმა აღარ არის დაკავშირებული საკუთარი თავის ან წარსულის რომელიმე ასპექტთან. ის მუდმივად იცვლება ცხოვრების დინების მიხედვით.

როგორ შევარჩიოთ შემდგომი საქმიანობა – ერონ ჰარისი

ჰარისი

,,ერთი წლის წინ YC-იდან წამოვედი და ცოტა დაბნეული ვიყავი იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამეკეთებინა შემდგომ. ბევრი ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ იცოდ, რა უნდა გამეკეთებინა. თუმცა… მე არ ვიცოდი და მათი რჩევების უმეტესობა ჩემში აღფრთოვანებას არ იწვევდა’’…

შიდა კონფლიქტის მართვა

,,დავუბრუნდეთ იმ გამოხმაურებას, რომელიც ჩემი გუნდისგან მივიღე – ‘’გარის იმედი აქვს, რომ სხვა ადამიანები იტყვიან უარს მის ნაცვლად. რაღაცებს გრძნობს, მაგრამ გვიან გამოხატავს. ადამიანები დაუყოვნებლივ ვერ იგებენ, რას ფიქრობს ის სიტუაციის შესახებ’’… მე მესამე ეტაპზე ვიყავი ჩარჩენილი, სოციალურად აგებულ საკუთარ თავზე. კონფლიქტის თავიდან აცილებას ვცდილობდი და არ შემეძლო უარის თქმა, რაიმეზე მოწონების გამოხატვაც კი’’, – ამბობს ტანი და აღნიშნავს, რომ მას გაუმართლა. გარის ისეთი გუნდი ჰყავდა, რომელიც საქმეს დამოუკიდებლად, ლიდერის მოსაზრებების მოსმენის გარეშე, ასრულებდა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის – ხელმძღვანელის მსგავსი ქცევა დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, გარიმ შინაგანი კონფლიქტის მართვა ისწავლა.

აღმოვაჩინე, რომ რეალურად კონფლიქტების შემჩნევა და შემდეგ მათში ჩარევა შემიძლია. ამას ჩემი ფიზიოლოგიური რეაქციის საშუალებით ვამჩნევ – ამ დროს სუნთქვა და გულისცემა მიჩქარდება; ვგრძნობ, როგორ მეწვება სახე. ეს ის მომენტია, როდესაც უნდა შევჩერდე და შინაგანი მრავალი ხმა ვმართო, – ამბობს ტანი და დასძენს, რომ ამის შემდეგ უკვე უმარტივდება საკუთარი მოსაზრების გამოხატვა. მისი თქმით, საკუთარი პერსპექტივისა და სხვების მოდელების ერთმანეთისგან გამოყოფის შემდეგ, კეგანის მეოთხე ეტაპს მივაღწევთ – ცხოვრებას, რომლის ავტორებიც არა ჩვენ გარშემო არსებული ადამიანები და პირობები, არამედ მხოლოდ ჩვენ ვიქნებით.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post