fbpx

Google Airtag-ების საკუთარ ვერსიას ქმნის

Airtag

Google Airtag-ების საკუთარ ვერსიას ქმნის

დეველოპერ Kuba Wojciechowski-ის თქმით, Google მუშაობს AirTag-ის საკუთარ ალტერნატივაზე, Apple-ის მსგავსი მდებარეობის თვალთვალის გაჯეტზე, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ობიექტებს, რათა დაკარგვის შემთხვევაში მარტივად იპოვონ მფლობელებმა. პროექტი, სახელწოდებით “Grogu” (The Mandalorian-ის პოპულარული პერსონაჟის მიხედვით), შესაძლოა ახალ Pixel ტელეფონებთან ერთად ჩაეშვას ამ შემოდგომაზე.

ვოიცეჩოვსკიმ ეს ყველაფერი განაცხადა მას შემდეგ, რაც მან იპოვა მინიშნებები ლოკატორის თეგებზე Fast Pair-ში, Google-ის Android პროგრამულ უზრუნველყოფაში, რომელიც აადვილებს უსადენო ყურსასმენების დაწყვილებას Android მოწყობილობებთან. როგორც ჩანს, Grogu შემუშავებულია Nest-ის გუნდის მიერ (რომელიც პასუხისმგებელია Google-ის ჭკვიანი სახლის პროდუქტების ხაზზე).

AirTag-ის მსგავსად, Grogu-ს სავარაუდოდ აქვს პატარა დინამიკი მოწყობილობაზე, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ ყველაფერი, რაც დაკარგეთ. ვოიცეჩოვსკიმ ასევე თქვა, რომ Google-ის ტეგებმა შეიძლება გამოიყენოს როგორც Bluetooth, ასევე ულტრა ფართოზოლოვანი (ან UWB) ტექნოლოგია, რათა დაგეხმაროთ ნივთების თვალყურის დევნებაში. Pixel 7-ის ორივე ტელეფონს აქვს UWB შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგცემთ, უფრო დეტალურად ადევნოთ თვალყური პროდუქტს, ვიდრე მხოლოდ Bluetooth-ის გამოყენების შემთხვევაში.

თვალი ადევნეთ Google-ის ყოველწლიურ I/O კონფერენციას მაისში. კონფერენციაზე, შეიძლება Grogu- პირველად წარადგინონ.

Google Meet-ს Emoji-ები ემატება!

Emoji

დიდი ხნის წინ (ზუსტად, 2021 წლის თებერვალში), Google-მა თქვა, რომ ის ამატებდა emoji-ს რეაქციას Google Meet-ზე.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post