Google Duo და Google Meet ერთიანდება
Google Duo გუგლის ვიდეოჩატის სერვისია ინდივიდებისთვის, Google Meet კი ბიზნესებისთვისაა განკუთვნილი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სულ მალე ეს ორი სერვისი გაერთიანდება და მისით სარგებლობას ყველა სეგმენტი თანაბრად შეძლებს.
ხავიერ სოლტერომ, Google-ის გენერალურმა დირექტორმა და ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ამ სიახლეზე მუშაობა საკმაოდ დიდი ხანია, მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2020 წელს, კომპანიამ ორივე სერვისების გუნდები საერთო პროდუქტზე სამუშაოდ გააერთიანა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ Google-ისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი და კრიტიკულია, რომ ნებისმიერი ტიპის მომხმარებელმა ვიდეოჩატის ყველა სერვისით სარგებლობა ერთდროულად შეძლოს.
დეივ ციტრონმა, პროდუქტის მენეჯმენტის დირექტორმა, ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის შემდეგ, როგორც Duo-ს, ისე Meet-ის გამოყენება ძალიან გაიზარდა. სწორედ ამან უბიძგა, მათ გუნდებს, პროდუქტები მომხმარებლებზე უფრო მეტად მორგებული გაეხადათ.
უახლოეს კვირებში ჩვენ დავამატებთ Google Meet-ის ყველა ფუნქციას Duo-ს აპში, რათა მომხმარებლებს შეეძლოთ მარტივად დაგეგმონ ვიდეო შეხვედრა ყველასთვის სასურველ დროს. წლის ბოლოს კი ჩვენი Duo აპი Google Meet-ის სახელწოდების ქვეშ მოექცევა.
ცნობილია ისიც, რომ Duo-ს სერვისიდან ვიდეოზარის არსებული ფუნქციები რჩება, მათ შორის: მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ვიდეოზარების განხორციელების შესაძლებლობა ტელეფონის ნომრით ან ელფოსტის მისამართით, სახალისო ფილტრებისა და ეფექტების გამოყენება, შეტყობინებების გაგზავნა და Google ასისტენტიდან დარეკვის მოთხოვნა არსებული მოწყობილობების გამოყენებით. ასევე, ყველა საუბრის ისტორია, კონტაქტები და შეტყობინებები შეინახება აპლიკაციაში.