fbpx

სტარტაპმა AppliedVR 36 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

სტარტაპმა AppliedVR

სტარტაპმა AppliedVR 36 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა სტარტაპმა AppliedVR დაფინანსების B სერიის ფარგლებში 36 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

ის მოიცავდა F-Prime Capital-ის, JAZZ Venture Partners-ის, Sway Ventures-ისა და SVB Ventures-ის ინვესტიციებს.

ვირტუალური რეალობა ამჟამად საკმაოდ განვითარებული, პრაქტიკული და ეფექტური თერაპიის ფორმაა ჯანდაცვის სექტორში. ეს განსაკუთრებით ისეთი კომპანიების ინოვაციების დამსახურებაა, როგორიცაა AppliedVR. პანდემიამ აჩვენა, რომ აშშ-ის ჯანდაცვის სისტემისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მკურნალობაზე წვდომის ზრდა, პაციენტების სახლებში ხელმისაწვდომი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების საშუალებით. ამ შემთხვევაში, VR-ით მიწოდებული თერაპიის საშუალებები შესანიშნავი გამოსავალია, – განაცხადა JAZZ Venture Partners-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელი დირექტორმა ზაკ ლინჩმა.

სტარტაპისა და პროდუქტის შესახებ

AppliedVR-ის პლატფორმა გულისხმობს სათვალეებისა და ჰედსეტების გამოყენებით შექმნილ 3D ვირტუალურ სამყაროს. სტარტაპის მიზანი ისეთი სამედიცინო კონდიციების მაქსიმალური შემსუბუქებაა, როგორებიცაა მაგალითად სამშობიარო ტკივილები, დამწვრობის თანმდევი მწვავე შეგრძნებები და კიბოს სამკურნალო გადასხმების დისკომფორტი.

სტარტაპის ფლაგმანი პროდუქტი ქრონიკული ტკივილისთვის EaseVRx ახლახან გახდა პირველი რეცეპტით გაცემული VR თერაპიული საშუალება. ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ მას ტრიუმფატორი მოწყობილობის სტატუსი მიანიჭა, ფიბრომიალგიისა და ქრონიკული წელის ტკივილის მკურნალობის მიმართულებით არსებული მიღწევებისთვის.

კომპანიის აღმასრულებლები ამბობენ, რომ სტარტაპმა AppliedVR  პლატფორმა ტკივილის მრავალ ინდიკატორს დაუკავშირა. ხოლო პროდუქტის მომხმარებლები ტკივილისა და მასთან დაკავშირებული ყოველდღიური დისკომფორტის შემცირებას აფიქსირებენ. შედეგი შესამჩნევი ხდება როგორც დაუყოვნებლივ, ასევე მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.

დიდხანს მიიჩნეოდა, რომ ადამიანებს მედიკამენტების მიღება ან ქირურგიული ჩარევა სჭირდებათ იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნონ და ცხოვრების უკეთესი ხარისხი ჰქონდეთ. AppliedVR სერვისის პროვაიდერებსა და მოსარგებლეებს უმტკიცებს, რომ ამგვარ თერაპიულ საშუალებებს შეუძლია დააკმაყოფილოს ისეთი პაციენტების საჭიროებები, რომლებიც არსებული მკურნალობით იმედგაცრუებულნი არიან, – განაცხადა AppliedVR-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მეთიუ სტადტმა.

კომპანიამ დღემდე ჯამში 71 მილიონი აშშ დოლარის მოპოვება შეძლო. ხოლო AppliedVR-ის პლატფორმა ამ დრომდე 240-ზე მეტ ჯანდაცვის სისტემაში 30000-ზე მეტმა პაციენტმა გამოიყენა.

სამომავლო გეგმები

აღმასრულებელი პირების თქმით, მიღებული დაფინანსებით სტარტაპი დამატებით ფასიან საპილოტე პროგრამებს ჩაუშვებს და მეტ კლინიკურ კვლევას ჩაატარებს. ამის გარდა, პროდუქტის განვითარების გეგმასა და პლატფორმის შექმნაზე მუშაობას გააგრძელებს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post