Google Meet-ს რეაქციების გამოხატვის ფუნქცია ემატება
Google-მა ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი სიახლე დააანონსა, რომლებიც ვირტუალური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლადაა გამიზნული. თუმცა, Google Meet-ის ბოლო განახლებამ უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა. ეს ეხება შეხვედრების დროს რეაქციების Emoji-ებით გამოხატვას, რაც სულ მალე გახდება შესაძლებელი.
მომხმარებლები შეძლებენ აირჩიონ ისეთი emoji, როგორიცაა გული ან ცერა თითი, რათა აჩვენოთ, როგორ გრძნობთ თავს შეხვედრის დროს. emoji გამოჩნდება ვიდეოს ქვედა მარცხენა კუთხეში სწორედ ისე, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ GIF-შია ნაჩვენები:
Google ამბობს, რომ რეაქციების გამოხატვა შეხვედრის დროს აპრილიდან იქნება შესაძლებელი.
Google ასევე ამატებს Meet-ს სურათზე-სურათის რეჟიმს, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, დაინახონ, ვინ საუბრობს მაშინაც კი, როდესაც ისინი არ ჩანან Meet-ის მონაწილეების სიაში. ეს სიახლეც აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი.
Meet არ არის ერთადერთი პროდუქტი, რომელიც უმჯობესდება; Google ახორციელებს გარკვეულ განახლებებს Spaces-ში (Slack-ის მსგავსი თანამშრომლობის პროდუქტი).