Google უკრაინაში Android მოწყობილობებს საჰაერო თავდასხმის სიგნალებს გაუგზავნის
“ამიერიდან Android-ის მომხმარებლები უკრაინაში საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებებს პირდაპირ ტელეფონებში მიიღებენ,” – განაცხადა დღეს Google-მა. ბლოგ-პოსტში კომპანიამ აღნიშნა, რომ ის უკრაინის მთავრობასთან აქტიურად მუშაობს, რათა ქვეყანაში Android ტელეფონებისთვის განგაშის სისტემა გამოიყენოს. ფუნქცია პირველად XDA-Developers-მა დააფიქსირა.
„ტრაგიკულია, რომ მილიონობით ადამიანი უკრაინაში ამიერიდან საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებების მიხედვით იმოქმედებს და უსაფრთხო ადგილის მოძებნას შეეცდება“, – ნათქვამია გუგლის განცხადებაში. Android-ის გამაფრთხილებელი მინიშნებები დაფუძნებული იქნება უკრაინის მთავრობის მიერ უკვე გაგზავნილ სიგნალებზე და ის ერთგვარად იმ სისტემის ადაპტაციას წარმოადგენს, რომელიც რეალურად მიწისძვრების შესახებ გაფრთხილებების სწრაფად გაგზავნისთვისაა შექმნილი, ამბობს დეივ ბურკი, Android-ის ინჟინერიის ვიცე პრეზიდენტი.
გუგლმა უკვე ჩაუშვა აპლიკაცია Google Play Store-ში. გაფრთხილების ახალი სისტემა გუშინ ამოქმედდა და უახლოეს დღეებში გავრცელდება ყველა Android ტელეფონისთვის იქნება ხელმისაწვდომი უკრაინის მასშტაბით.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, Google-მა შეზღუდა თავისი სერვისები რუსეთში, მათ შორის, შეაჩერა რეკლამის გაშვება და წაშალა რუსული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია აპლიკაციები Google Play-დან ევროპაში.
“რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის ტრაგედიაც და ჰუმანიტარული კატასტროფაც”, – წერს Google 1 მარტს. კომპანიამ განაცხადა, რომ უკრაინაში ხალხის მხარდაჭერისთვის აქტიურად მუშაობა მისივე პროდუქტების საშუალებით – იგი ცდილობს, უკრაინა კიბერუსაფრთხოების საფრთხეებისგან დაიცვას, მოიპოვოს მაღალი ხარისხის, სანდო ინფორმაცია და რეგიონში კომპანიის კოლეგებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოება უზრუნველყოს.