fbpx

რას გულისხმობს iOS 16-ის ლოქდაუნის რეჟიმი?

ლოქდაუნის

რას გულისხმობს iOS 16-ის ლოქდაუნის რეჟიმი?

Apple-მა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ iOS 16-ს, iPad OS 16-ს და macOS Ventura-ს ახალი ფუნქცია ექნებათ, სახელწოდებით “ლოქდაუნის რეჟიმი”. ეს რეჟიმი განკუთვნილია ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფისთვის – მათ შორის აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და მათთვის, ვისაც ღირებული მონაცემები აქვთ ტელეფონში.

ადამიანთა უმრავლესობას შეიძლება არასოდეს დასჭირდეს მისი გამოყენება, მაგრამ თუ თქვენ ნამდვილად ზრუნავთ მონაცემთა უსაფრთხოებაზე, ლოქდაუნის რეჟიმის გამოყენება ნამდვილად ღირს.

ამ რეჟიმის გააქტიურებით დაიბლოკება შეტყობინებებში გაგზავნილი ფაილები, ბმულები, ფოტოები და სხვა ტიპის დანართები. ასევე დაიბლოკება FaceTime-ის შემომავალი ზარები მანამ, სანამ თქვენ თავად არ დარეკავთ. ასევე გაითიშება კავშირი ნებისმიერ კომპიუტერთან ან აქსესუართან.

iOS 16 – რა გავიგეთ Apple-ის WWDC-იდან

iOS 16

Apple-მა მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციას (WWDC) 6 ივნისს უმასპინძლა. ღონისძიებაზე კომპანიამ თავის პროდუქტებთან დაკავშირებით არაერთი სიახლე შემოგვთავაზა. მათ შორის კი იყო ოპერაციული სისტემის განახლება iOS 16, რომლის დებიუტიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ზაფხულში ბეტა ტესტირების გავლის შემდეგ, იქნება. რა ძირითად ფუნქციურ განახლებებს უნდა ველოდოთ?

ისევ და ისევ, ეს არის ის, რასაც Apple მოწყობილობების მფლობელთა უმეტესობა არასოდეს გამოიყენებს. ბევრი ადამიანი ვერც კი გაიგებს მის არსებობას. მაგრამ მისი არსებობა მოწმობს Apple-ის მუდმივ სწრაფვას, იყოს ცნობილი, როგორც კონფიდენციალობის საუკეთესო დამცველი Big Tech-ში.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post