კრიპტოინვესტიციაზე ყოყმანობთ? – 1 კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა და მათ მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვეს. თუმცა, ბოლო პერიოდში ბაზარზე მიმდინარე მოვლენებმა და არასახარბიელო მდგომარეობამ ბევრ ინვესტორს (არსებულსა თუ პოტენციურს) საკუთარი პოზიციების გადახედვა აიძულა.
არ აქვს მნიშვნელობა უკვე ჩადებული გაქვთ ინვესტიცია კრიპტოვალუტაში თუ ახლა ფიქრობთ მის შეძენას, ნებისმიერ შემთხვევაში, არსებული ვითარებიდან გამომდინარე ორჭოფობა სრულიად ნორმალურია. თუმცაღა, არსებობს ერთი კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რამდენად სათქვენოა ციფრულ ვალუტაში ინვესტირება.
რომელ გადაწყვეტილებას ინანებთ უფრო მეტად?
გადაჭრით ვერავინ იტყვის, რამდენად მიაღწევს ან ვერ მიაღწევს კრიპტოვალუტა წარმატებას. ხოლო მაშინ, როდესაც ფიქრობთ იმაზე, გააგრძელოთ (ან დაიწყოთ) თუ არა ინვესტირება რომელიმე ციფრულ ვალუტაში საკუთარ თავს დაუსვით კითხვა იმის შესახებ, რომელ ვარიანტს უფრო ინანებთ – ინვესტიციის გაგრძელებას/ჩადებას, კრიპტოს წარუმატებლობასა და თანხის დაკარგვას თუ ინვესტიციის არგაგრძელებას/არჩადებას, კრიპტოს წარმატებასა და შანსის ხელიდან გაშვებას?
თუ თქვენვის ყველაზე პრიორიტეტული ფულის დაკარგვაა, უკვე ყველაფერი გასაგებია. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ამ ტიპის ინვესტიცია თქვენი პორტფელისთვის შეუფერებელია. ხოლო თუ მზად ხართ, თანხის დაკარგვა გარისკოთ, რათა პოტენციურად მოგებიანი ინვესტიცია ხელიდან არ გაუშვათ, მაშინ, ალბათ კრიპტო ახლავე უნდა იყიდოთ.
თუ საბოლოოდ ინვესტირებას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია შეადგინოთ. ყველა კრიპტოვალუტა ერთნაირი არ არის – ზოგი მათგანი, სხვებთან შედარებით, უფრო ძლიერი ინვესტიციაა. ასე რომ, იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი ციფრული ვალუტა უნდა შეიძინოთ, გარკვეული კვლევის ჩატარება არის საჭირო.
ისეთი პოპულარული ვალუტები, როგორიცაა მაგალითად ბიტკოინი და ეთერიუმი, შესაძლოა, ყველაზე უსაფრთხო ფსონებად მივიჩნიოთ. მათ დიდი პოპულარობა აქვთ სექტორში და უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ დროთა განმავლობაში წარმატებას მიაღწიონ. თუმცა, არსებობს უამრავი პატარა კრიპტოვალუტაც, რომელთაც დიდი უპირატესობები აქვთ.
რომელ მათგანში ჩადებთ ინვესტიციას, ეს დიდწილად თქვენს რისკის მიმართ გამომუშავებულ ტოლერანტობაზე იქნება დამოკიდებული. ნაკლებად ცნობილი ვალუტები, შესაძლოა, უფრო მოგებიანი ინვესტიცია აღმოჩნდეს, თუ უეცარი ზრდა ექნებათ, მაგრამ ხშირად, ისინი მეტად სარისკოა. თუმცა, ცხადია, წარმატება ძლიერი და ცნობილი კრიპტოვალუტებისთვისაც არ არის გარანტირებული.
შენიშვნა: ინვესტირების ნებისმიერი სტრატეგია და ინვესტიციები ზარალის რისკს შეიცავენ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია არ არის საინვესტიციო რჩევა.