fbpx

LinkedIn-ის კრეატორ რეჟიმს ახალი ფუნქციები ემატება

Linkedin

LinkedIn-ის კრეატორ რეჟიმს ახალი ფუნქციები ემატება

გასული წლის განმავლობაში 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაააქტიურა LinkedIn-ის კრეატორ რეჟიმი. ლინქდინის ეს ფუნქცია 2021 წლის შემოდგომაზე გახდა ხელმისაწვდომი და იგი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, შექმნან კონტენტი და ჰქონდეთ წვდომა სტრიმინგის ინსტრუმენტებზე, მათ შორის, LinkedIn Live-სა და ნიუსლეთერებზე. თუმცა, LinkedIn-მა გადაწყვიტა, გააფართოვოს კრეატორ ფუნქცია და ამიერიდან მის მომხმარებლებს შეეძლებათ, გამართონ აუდიო ღონისძიებები და გააუმჯობესონ ლინქდინ პროფილი.

ექვსთვიანი ბეტა ტესტირების შემდეგ, ლინქდინის აუდიო ღონისძიებები მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, ჩანიშნონ და უმასპინძლონ დისკუსიებს, ინტერვიუებსა და სხვადასხვა ტიპის საუბრებს. ამ თვის ბოლოს მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ დაამატონ ჰიპერბმული თავიანთი პროფილების ზედა ნაწილში, რომელსაც სარეკლამო გამოყენება ექნება. ბმულების მეშვეობით, ისინი უფრო მეტ მიმდევარს მოიზიდავენ.

„გასული წლის მარტში კრეატორ რეჟიმის პირველად ჩაშვების შემდეგ, აღფრთოვანებული ვართ იმით, თუ რა სწრაფად დაიწყეს მომხმარებლებმა მისი გამოყენება” – განაცხადა კერენ ბარუჩმა, LinkedIn-ის კრეატორ სტრატეგიის პროდუქტის ლიდერმა.

ლინქდინის ცნობით, მისი მომხმარებლები სულ უფრო მეტად იდენტიფიცირდებიან, როგორც კონტენტის შემქმნელები. 2021 წლის დეკემბერში, ლინქდინის 144,000-ზე მეტმა წევრმა შეიტანა სიტყვა „შემქმნელი“ სამუშაოს სათაურებში, რაც წარმოადგენს 48 პროცენტიან ზრდას 2019 წლის პანდემიამდე.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post