fbpx

Instagram-ის სენსიტიური მასალების გაფილტვრის ფუნქციაში ცვლილებები შედის

გაფილტვრის

Instagram-ის სენსიტიური მასალების გაფილტვრის ფუნქციაში ცვლილებები შედის

თითქმის ერთი წლის წინ, Instagram-მა წარადგინა ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს Explore გვერდზე ზოგიერთი ტიპის სენსიტიური მასალის გაფილტვრის შესაძლებლობას აძლევდა. ახლა კი, კომპანია აღნიშნულ პარამეტრს მთელი აპლიკაციის მასშტაბით აფართოებს. Instagram-ის თქმით, ცვლილება ყველა მომხმარებლისთვის უახლოეს კვირებში გახდება ხელმისაწვდომი.

გასულ ზაფხულს სენსიტიური კონტენტის კონტროლი ჩავუშვით, რათა მომხმარებლებისთვის  მიგვეცა საშუალება, აერჩიათ, თუ რა რაოდენობის სენსიტიური მასალის ნახვა სურდათ Explore გვერდზე იმ ანგარიშებიდან, რომლებიც გამოწერილი არ ჰქონდათ. ამიერიდან, სენსიტიური კონტენტის კონტროლი მოიცავს აპლიკაციის ყველა ნაწილს, რომლებშიც მომხმარებლებს რეკომენდაციები ხვდებათ. ესენია: Feed, Reels, საძიებო, Accounts You Might Follow და ჰეშთეგების გვერდები, – აცხადებს კომპანია.

გარდა ამისა, იცვლება სახელწოდება იმ ღილაკებისა, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებლები ირჩევდნენ იმას, თუ რა რაოდენობის სენსიტიური მასალის ნახვა სურდათ აპლიკაციაში. ამიერიდან მათ არა ,,Allow’’ (,,დაშვება’’), ,,Limit’’ (,,შეზღუდვა’’) და ,,Limit Even More’’ (,,უფრო მეტის შეზღუდვა’’) ერქმევათ, არამედ მათი სახელები იქნება ,,More” (,,მეტი’’), ,,Standard’’ (,,სტანდარტული’’) და ,,Less’’ (,,ნაკლები’’). Instagram აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილების მიზანი იყო უკეთ გამოხატვა იმისა, თუ რას აკეთებს თითოეული ღილაკი.

კომპანიის თქმით, ანგარიშებზე ავტომატურად იქნება ჩართული მასალების გაფილტვრის სტანდარტული ვარიანტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები გარკვეული რაოდენობის სენსიტიურ კონტენტს იხილავენ. უფრო მეტი ან ნაკლები მასალის ნახვის სურვილის შემთხვევაში კი, მათ შეეძლებათ, რომ შესაბამისი პარამეტრი აირჩიონ. აქვე აღსანიშნია, რომ ,,More’’ (,,მეტი’’) ვარიანტის დაყენების შემდგომ ადამიანები ყველა სახის კონტენტს მაინც ვერ იხილავენ – კომპანია კვლავ შლის იმ მასალებს, რომლებიც მის წესებს არღვევს. ამასთანავე, 18 წლამდე მომხმარებლებისთვის ეს პარამეტრი არ არის ხელმისაწვდომი.

Instagram-ზე NFT-ების განთავსება ხდება შესაძლებელი

NFT-ების

2 თვის წინ, South By Southwest-ში გამართულ სესიაზე მარკ ზაკერბერგმა განაცხადა, რომ  რამდენიმე თვეში მომხმარებლები Instagram-ზე NFT-ების განთავსებას შეძლებდნენ. ეს დღეც საკმაოდ მალე დადგა…

აღსანიშნია, რომ გასულ წელს, კონტროლის ფუნქციის წარდგენისას, კომპანიამ ამ ტიპის კონტენტი განსაზღვრა როგორც – პოსტები, რომლებიც შესაძლოა არ არღვევდეს პლატფორმის წესებს, მაგრამ პოტენციურად შემაწუხებელი იყოს ზოგიერთი ადამიანისთვის. მაგალითად, მასალები, რომლებიც არის სექსუალურად მაცდური ან ძალადობრივი. უფრო დეტალური აღწერით კი, Instagram-ის თქმით, სენსიტიური არის კონტენტი, რომელიც:

• შესაძლოა ასახავდეს ძალადობას, მაგალითად ადამიანების ჩხუბს;
• შესაძლოა ეხებოდეს ან აღწერდეს სექსუალურ ქცევას ან იყოს მაცდური, მაგალითად ადამიანების სურათები გამჭვირვალე ტანსაცმელში;
• ახალისებს გარკვეული პროდუქტების გამოყენებას, როგორებიცაა მაგალითად თამბაქო და მედიკამენტები;
• ასახავს ან სავარაუდოდ წაახალისებს კოსმეტიკურ პროცედურებს;
• ცდილობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისის ან პროდუქციის, მაგალითად წონის დასაკლები დანამატის, გაყიდვას. 

კომპანიის მიერ შემოთავაზებული განმარტებისა და მომხმარებლების ხელთ არსებული მასალების გაფილტვრის შესაძლებლობის შეჯერების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ კონტენტის კონტროლის ფუნქცია ადამიანების სურვილებზე სრულად მორგებადი არ არის. მაგალითად, მომხმარებელს შესაძლოა, არ სურდეს ჩხუბის შემცველი მასალის ხილვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ავტომატურად არ უნდა თუნდაც გამჭვირვალე ტანსაცმლით შემოსილი ადამიანების დანახვა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post