fbpx

Meta თინეიჯერებისთვის უსაფრთხოების ახალ პარამეტრებს ნერგავს

Meta

Meta თინეიჯერებისთვის უსაფრთხოების ახალ პარამეტრებს ნერგავს

Meta-მ დღეს გამოაცხადა, რომ ინსტაგრამზე და ფეისბუქზე მოზარდებისთვის კონფიდენციალურობის ახალ განახლებებს ნერგავს.

თინეიჯერებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ამ აპლიკაციაში, შეეძლებათ, აირჩიონ მეტი პირადი პარამეტრები – კერძოდ, ვის შეუძლია ნახოს მათი მეგობრების სიები, პოსტები, რომლებშიც ისინი არიან მონიშნული, ადამიანები, რომლებსაც თვალს ადევნებენ და ვის შეუძლია დაკომენტარება მათ საჯარო პოსტებზე.

Meta ასევე ეძებს ახალ გზებს, თუ როგორ დაიცვას მოზარდები საეჭვო ანგარიშებიდან შემოსული შეტყობინებებისგან. საეჭვო ანგარიშად ითვლება პროფილი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბლოკეს ან დაარეპორტეს ახალგაზრდა მომხმარებლებმა. ფეისბუქზე მეტა არ აჩვენებს საეჭვო ანგარიშებს თინეიჯერების რეკომენდაციებში. კომპანია ასევე აპირებს თინეიჯერების ინსტაგრამის ანგარიშებზე შეტყობინების ღილაკის ამოღებას, როდესაც მათ საეჭვო უფროსები ათვალიერებენ.

გარდა ამისა, მეტა მუშაობს დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნულ ცენტრთან (NCMEC), რათა შექმნას გლობალური პლატფორმა მოზარდებისთვის, რომლებიც შიშობენ, რომ მათი ინტიმური სურათები შეიძლება, გაზიარდეს ონლაინ მათი თანხმობის გარეშე. პლატფორმის მიზანია, თავიდან აიცილოს მოზარდის ინტიმური სურათების ინტერნეტში განთავსება. მეტა ამბობს, რომ პლატფორმა შეიძლება გამოიყენონ სხვა კომპანიებმა ტექნიკურ ინდუსტრიაში.

Meta ასევე მუშაობს Thorn-თან და მათ NoFiltr ბრენდთან, რათა შექმნას საგანმანათლებლო მასალები, რომლებიც ამცირებს სტიგმას ინტიმური სურათების შესახებ.

3 ძირითადი ფაქტი, თუ რამდენად შეიცვალა Twitter-ი ილონ მასკის მმართველობის ქვეშ

საიდუმლო არ არის, რომ Twitter-ის თანამშრომელთა ბაზა, ბიზნესმოდელი და საერთო რეპუტაცია მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა პლატფორმა გასულ თვეში შეიძინა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post