fbpx

NUMA Group -მა $45 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

numa-group-mvp.ge

NUMA Group -მა $45 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

კომპანიამ NUMA Group (ძველად COSI Group) $45 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. დაფინანსების რაუნდს DN Capital Group და Headline (ძველად e.ventures) თანახელმძღვანელობდნენ. მასში ასევე მონაწილეობდნენ Cherry Ventures, Soravia, Kreos Capital, TruVenturo და Scope Hanson.

NUMA Group არის გერმანიაში (ბერლინი) 2019 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპი უძრავი ქონების მოკლევადიანი გაქირავების სექტორში. ინვესტორებთან, დეველოპერებთან, უძრავი ქონების მფლობელებთან და სასტუმროს ოპერატორებთან თანამშრომლობით, სტარტაპი უზრუნველყოფს სასტუმროების საოპერაციო პროცესების 80%-ის ავტომატიზებას.

აღსანიშნია, რომ 2021 წელ სტარტაპი ესპანეთში, იტალიაში, ავსტრიასა და ჩეხეთში გაფართოვდა. მისი მომსახურება დღეისთვის ბერლინის, მიუნხენის, რომის, მილანის, მადრიდის, ბარსელონასა და ვენის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.

,,ჩვენი მიზანია, რომ NUMA ტექნოლოგიებისა და შემოქმედებითი გადაწყვეტილების დომინანტური მიმწოდებელი გავხადოთ ევროპაში. კომპანიის ბიზნესმოდელის გამძლეობა პანდემიამ კარგად გვაჩვენა. მიუხედავად კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიღებული ზომებისა, ჩვენი შემოსავლები 500%-ით, ხოლო დაჯავშნის მაჩვენებელი 85%-ით გაიზარდა’’, – აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კრისტიან გეიზერი.

აღსანიშნია, რომ 2019 წელს NUMA-მ (მაშინდელი COSI Group) ჯერ €5 მილიონის, ხოლო შემდეგ €20 მილიონის ღირებულების ინვესტიცია მოიპოვა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post