fbpx

3 საფრთხე, რომელიც მეტავერსს თან სდევს

მეტავერსი

3 საფრთხე, რომელიც მეტავერსს თან სდევს

მეტავერსი უსასრულო შესაძლებლობების მქონე სივრცეა – მან შეიძლება დაფაროს ისეთი სფეროები, როგორებიცაა: განათლება, გართობა, თამაში, სოციალიზაცია, ვარჯიში და ა.შ მაგრამ მეტავერსის სიკეთეებთან ერთად არსებობს მისი ნაკლებად კარგი მხარეებიც.

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ იწვევს ექსპერტებში მეტავერსის უსაფრთხოება კითხვის ნიშანს:

საფრთხე მოზარდებში

ახალი სამყარო, ბუნებრივია, ძალიან მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, პირველები დაიწყებენ მის შესწავლას. მრავალი თვალსაზრისით, ისინი უკვე არიან მეტავერსის მომხმარებლები. ბავშვები და მოზარდები (და უფროსებიც კი) თამაშობენ თამაშებს, როგორიცაა: Minecraft, Roblox და Fortnite, რომლებიც გვთავაზობენ მომხმარებლისთვის შექმნილ ალტერნატიულ სამყაროებს. ჯერჯერობით, ეს თამაშები არის ჩვენი ყველაზე დიდი მინიშნება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გახდეს მეტავერსი.

თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ახალგაზრდები დიდად არ იჩენენ სიფრთხილეს სოციალურ მედიაში. დიდი ალბათობაა, რომ ეს გულუბრყვილობა გაგრძელდება, როდესაც ისინი მეტავერსს კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებენ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე კი სწორედ ეს არის.

ავატარის გატეხვა

მეტავერსიში ავატარები, სავარაუდოდ, გახდება მომხმარებლების ციფრული იდენტობა, თუმცა, ეს არ არის მთლად სასიხარულო ამბავი, რადგან ავატარების მოპარვა შესაძლებელი იქნება – შესაბამისად გაყალბდება პირადობებიც.

სამწუხაროდ, ავატარის თაღლითობა უკვე დაფიქსირდა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Roblox. ჰაკერი ასეთ შემთხვევაში ცდილობს, დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ მას სჭირდება წვდომა ავატარზე, მომხმარებლის ციფრული იდენტურობის მოპარვის საბოლოო მიზნით.

ციფრული ვალუტის თაღლითობა

ყოველთვის არის ფინანსური ზარალის რისკი ციფრული ვალუტების ქურდობით. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის არსებობას კრიპტოტრანზაქციის უსაფრთხოება წესით კარგად დაცული უნდა გაეხადა, თუმცა, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე გახმაურებული კრიპტო ჰაკი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მათ შორის Axie Infinity ჰაკი და Wormhole token bridge შეტევა.

კრიპტოვალუტების გადაცემა ეყრდნობა უსაფრთხო პლატფორმას, რომელსაც მართავს ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია. მაგრამ კიბერდანაშაულის ისეთი ტაქტიკის გამოგონებასთან ერთად, როგორიცაა SIM-ის შეცვლა და ელ.ფოსტის ფიშინგი, დღეს არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ეს ტრანზაქციები შეიძლება იყოს სრულად დაცული.

როგორ უნდა დაიცვათ თქვენი ინვესტიცია NFT ან კრიპტოვალუტის შეძენისას

კრიპტოვალუტა

თუ ახლახან გადაწყვიტეთ, გააფართოვოთ თქვენი საინვესტიციო პორტფელი კრიპტოვალუტის ან თუნდაც NFT-ის შეძენით, აუცილებელია, ასეთი აქტივების დაცვა კიბერკრიმინალების ცნობისმოყვარე თვალებისგან და ტექნიკისგან.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post