fbpx

,,მეტავერსის აკადემია’’ – Meta სასწავლო დაწესებულებას ხსნის

მეტავერსის აკადემია

,,მეტავერსის აკადემია’’ – Meta სასწავლო დაწესებულებას ხსნის

Meta და ფრანგული სასწავლო ფირმა Simplon ახალი სასწავლო წლისთვის საფრანგეთში ,,მეტავერსის აკადემიას’’ გახსნიან. სამხრეთ ევროპაში Meta-ის ვიცე-პრეზიდენტის, ლორენტ სოლის თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულება თავისუფალი, ინოვაციური და დასაქმებაზე ორიენტირებული იქნება.

მისი თქმით, ორგანიზაციების მთავარი მიზანი პირველ წელს დაახლოებით 100 სტუდენტის უფასოდ გადამზადება იქნება. ისინი მეტავერსის ორ პროფესიას, – იმერსიულ ტექნოლოგიებში სპეციალიზებული დეველოპერი და მხარდაჭერის ტექნიკოსი, – შეისწავლიან.

როგორც Simplon-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი ფრედერიკ ბარდო ამბობს, სწავლება არა თავად მეტავერსის გამოყენებაზე, არამედ 3D სამყაროზე და ვირტუალურ სამყაროებში ინტერაქციებზე იქნება კონცენტრირებული.

Metaverse-ის ეკონომიკა 2030 წლისთვის $13 ტრილიონს მიაღწევს

მას შემდეგ, რაც გასულ წელს ფეისბუქი Meta-ს სახელით შეიცვალა, Metaverse-ის კონცეფციამ გიგანტური ნაბიჯი გადადგა. გლობალური ფირმები, მათ შორის ბევრი ფინანსური სერვისების მქონე კომპანიები, ცდილობენ, გაიგონ, ვირტუალურ სამყაროში გადასვლა როგორ იმოქმედებს ეკონომიკასა და მათ ბიზნესზე.

საგანმანათლებლო პროცესი დასწრებით რეჟიმში ჩატარდება პარიზში, ლიონში, მარსელსა და ნიცაში. ,,მეტავერსის აკადემია’’ თითოეული ქალაქიდან 20 სტუდენტს გადაამზადებს, ხოლო მათი შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მრავალფეროვნებასა და ქალთა ჩართულობას. ლორენტ სოლის თქმით, მათი მიზანია, პირველი ჯგუფის 30% ქალები იყვნენ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post