fbpx

NFT 2.0 – შეუცვლელი ტოკენების ახალი თაობა

NFT 2.0

NFT 2.0 – შეუცვლელი ტოკენების ახალი თაობა

NFT-მ ბოლო წლის განმავლობაში უამრავი სტატიის სათაურში გაიჟღერა. ის გახდა ცნება, რომლის გაგებაც ყველას სურდა და ხელსაწყო, რომლითაც საზოგადოება მოგების ახალ, ინოვაციურ გზას დაადგებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ბოლომდე მაინც არ აქვს გაცნობიერებული, თუ რატომ იზრდება მოთხოვნა NFT-ზე , ცხადია, რომ დღეს შეუცვლელი ტოკენების ბაზარი დღითი დღე ვითარდება.

NFT-ს ბაზარი

2021 წელს NFT-ს ბაზარმა 17 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი 2026 წლისთვის 147 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ ეს თანხა 400,000-მდე მფლობელის დამსახურებით დაგროვდა, რაც თითოეულ მომხმარებელზე $47,000 ტრანზაქციის მოცულობას შეადგენს.

ცხადია, რომ NFT-ებს უკვე უზარმაზარი ძალაუფლება აქვთ. მათ მიიპყრეს უამრავი ცნობილი ადამიანისა და ბრენდის ყურადღება, თუნდაც ისეთების, როგორებიც არიან: Budweiser, McDonald’s და Adidas. ამ კომპანიებმა გამოუშვეს საკუთარი NFT კოლექციები, Nike-მა კი საამისოდ სტუდიაც კი შეიძინა (RTFKT Studio).

ყველაფერი NFT-ის შესახებ

NFT

NFT იშიფრება, როგორც Non-fungible Token – სიტყვა Non-fungible კი მის უნიკალურობას აღნიშნავს, ანუ მას ვერაფრით ჩაანაცვლებთ. უფრო გასაგები რომ იყოს, ყველასათვის ცნობილი ბიტკოინი არის Fungible – ერთ ბიტკოინს თუ მეორეზე გადაცვლით, ისევ იმავეს მიიღებთ. NFT-ის შემთხვევაში ასე არ ხდება…

NFT 2.0

NFT-ების გამოყენება დღესდღეობით იმ ადამიანებისთვის, ვინც ტექნოლოგიებში ვერ ერკვევიან, საკმაოდ რთულია. თუმცა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ NFT-ების ხელმისაწვდომობა და ლეგიტიმურობა დიდი ცვლილებებისთვის ემზადება.

ჩვენ შევდივართ NFT-ების ახალ ეპოქაში – NFT 2.0 – სადაც ტექნოლოგია უფრო ადვილად ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო NFT-ების ძირითადი ღირებულების შეთავაზება კი – უფრო გამჭვირვალე და სანდო.

მოდით შევხედოთ, თუ რით განსხვავდება NFT 2.0 ვერსია 1.0-ისგან:

NFT ურთიერთდაკავშირება: ეს ნიშნავს, რომ NFT შეიძლება დაუკავშირდეს სხვა NFT-ებს და ასოცირებული იყოს რამდენიმე მონაცემთა ნაკრებთან.

განახლებადობა: ეს შესაძლებლობა საშუალებას აძლევს NFT-ებს, მომავალში მეტამონაცემების დამატების შედეგად მოდიფიცირდნენ.

დინამიზმი: ამ მახასიათებლის მეშვეობით, NFT-ს შეუძლია, მასთან დაკავშირებული მეორე NFT-ს მონაცემები და ვიზუალი შეცვალოს. თუმცა, NFT-ის შესაძლებლობები პროექტის შემქმნელზეა დამოკიდებული.

NFT 2.0-ს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც NFT 1.0-ს არ შეუძლია. დაბლა მოცემულია NFT 2.0-ის მახასიათებლები, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის:

• ჩაინტეგრირებული NFT-ები: NFT-ების ჩაინტეგრირება ნიშნავს, რომ ერთ NFT-ს სხვა NFT-ების ფლობა შეუძლია. NFT 2.0 პროტოკოლის დეველოპერმა RMRK შექმნა უსასრულო ბუდე, რაც გულისხმობს შემდეგს – ერთი NFT ფლობს სხვა NFT-ებს, რომლებიც შემდგომში ფლობენ მეტ NFT-ებს და ეს გაგრძელდება სამუდამოდ. ჩაინტეგრირებული NFT-ები გამოიყენება მეტავერსში, თამაშებში, ხელოვნებაში, ვირტუალურ გამოფენებსა და ა.შ.

• მორგებული NFT-ები: NFT 1.0 მხოლოდ ერთ რესურსს უკავშირებს ტოკენს. ეს ნიშნავს, რომ ჟეტონი შეიძლება მხოლოდ ერთ ფორმატთან იყოს დაკავშირებული. არ აქვს მნიშვნელობა, სად ნახულობთ NFT-ს, ის ყველასთან ერთნაირად ჩანს. NFT 2.0 საშუალებას აძლევს თითოეულ ტოკენს, მრავალგვარი დიზაინით წარდგეს სხვადასხვა მომხმარებელთან.

• ჭკვიანი NFT-ები: NFT 1.0-ისგან განსხვავებით, განახლებული ვერსია საშუალებას აძლევს NFT-ს ჭკვიან კონტრაქტებს დაუკავშირდეს. ამრიგად, როდესაც NFT ცვლის მფლობელობას, ჭკვიანი კონტრაქტი ავტომატურად შეცვლის საკუთრების მონაცემებს ტოკენზე და ჩაიწერს მას შესაბამის ბლოკჩეინზე. უფრო მეტიც, ჭკვიანი კონტრაქტი უზრუნველყოფს, რომ NFT-ის შემქმნელმა ჰონორარი ყოველ ჯერზე აიღოს.

• თანამფლობელი NFT-ები: NFT 1.0-მა დაუშვა აქტივების საკუთრება ცალკეული ერთეულის მიერ. თუმცა, NFT 2.0-ით, მრავალ მფლობელს შეუძლია NFT-ში წილის შეტანა და ფლობა. ეს საშუალებას აძლევს დამწყებ მფლობელებს, რომლებსაც დაფინანსების დეფიციტი აქვთ, მიიღონ ძირითადი აქტივის ნაწილობრივი მფლობელობა.

• NFT გაქირავების მოდელი: NFT 2.0 სცილდება მხოლოდ საკუთრებას და საშუალებას აძლევს კოლექციონერებს, იჯარით გასცენ ძირითადი აქტივი ჭკვიანი კონტრაქტების მეშვეობით სხვა ადამიანებზე. ვინაიდან აქტივის გაქირავება ქმნის პასიურ შემოსავალს მფლობელისთვის, ეს მოდელი აუმჯობესებს ლიკვიდურობას არალიკვიდურ ბაზარზე. (NFT-ის მფლობელები, როგორც წესი, დიდხანს ინარჩუნებენ თავიანთ ტოკენებს იმ რწმენით, რომ მათი ღირებულება დროთა განმავლობაში გაიზრდება, რითაც ვალუტის ნაკადი იზღუდება).

ეს ფუნქციები NFT-ებს უფრო ჭკვიანს, რეაქტიულს და ადაპტირებულს ხდის. სავარაუდოა, რომ ამ ცვლილებების შემდეგ შეუცვლელი ჟეტონებით კიდევ უფრო ბევრი ადამიანი დაინტერესდება.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post