fbpx

Seaport და ახალი ფუნქციები – რა სიახლეებს გვთავაზობს OpenSea

OpenSea

Seaport და ახალი ფუნქციები – რა სიახლეებს გვთავაზობს OpenSea

OpenSea პროტოკოლს აუმჯობესებს და გადადის Seaport-ზე, რასაც NFT-ების მყიდველებისა და გამყიდველებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოჰყვება. ამის შესახებ პლატფორმამ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

,,…Seaport არის web3 ბაზრის ახალი პროტოკოლი, რომელიც NFT-ების  უსაფრთხოდ და ეფექტურად ყიდვა-გაყიდვისთვის არის შექმნილი… ეს არის ღია წყაროს მქონე, არსებითად დეცენტრალიზებული და თანამედროვე საფუძველი, რომელიც ჩვენ (და ნებისმიერ გუნდს, რომელიც მას იყენებს) ახალი ფუნქციების უფრო სწრაფად შექმნასა და ჩაშვებაში დაგვეხმარება’’, – აცხადებს Opensea.

ახალ პროტოკოლზე გადასვლის ფარგლებში, Opensea გადასახადებთან და შეთავაზების წარდგენასთან დაკავშირებით გვთავაზობს განახლებებს. კერძოდ, შემცირდება ტრანზაქციების საკომისიო და მომხმარებლები ე.წ. Gas fee-ზე დაახლოებით 35%-ს დაზოგავენ. როგორც Opensea აცხადებს, გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ეს დანაზოგი ჯამში $460 მილიონზე (138 ათასი ETH) მეტს გაუტოლდება.

Opensea-ის თქმით, იმისათვის, რომ მომხმარებლებმა NFT-ების გაყიდვისას ან სხვა საფულეში გადატანისას ნაკლები საკომისიო დაეკისროთ, მათ თითოეულ კოლექციაზე ერთჯერადი გადასახადი უნდა გადაიხადონ. აღსანიშნია, რომ პირებს, რომლებიც ყველა NFT-ს ერთ  კოლექციაში უყრიან თავს, ამას შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, თუმცა მათ, ვისაც ათობით კოლექცია აქვს, შესაძლოა ეს პროცესი საბოლოოდ ძვირი დაუჯდეთ.

როგორ მივიღოთ პასიური შემოსავალი NFT-დან?

შემოსავალი

NFT-ები დღესდღეობით ბევრისთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს და ისინი ამ შემოსავალს ციფრული აქტივის ყიდვა-გაყიდვით ან უბრალოდ შექმნით და შემდეგ გაყიდვით იღებენ. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ საამისოდ რამდენიმე პასიური გზაც არსებობს.

ამის გარდა, ახალ მომხმარებლებს ანგარიშის ინიციალიზაციის საფასურის, რომელიც $50-იდან $450-ამდე მერყეობს, გადახდა აღარ მოუწევთ. Opensea ამბობს, რომ ეს სიახლე ადამიანებს ყოველწლიურად დაახლოებით $120 მილიონს (35 ათასი ETH) დააზოგვინებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემცირებულ და გაუქმებულ გადასახადებთან ერთად, Seaport-ზე გადასვლის ფარგლებში, Opensea შეთავაზების წარდგენასთან დაკავშირებით ახალ ფუნქციებს გვთავაზობს. უფრო კონკრეტულად, NFT-ის ყიდვის მსურველებს ამიერიდან შეთავაზების განთავსება სრულ კოლექციებზე შეეძლებათ. ამასთანავე, მათ საშუალება ექნებათ, რომ შეთავაზება კოლექციაში არსებული რამდენიმე NFT-ის კონკრეტულ მახასიათებლებზე განათავსონ. მაგალითად, Bored Ape Yacht Club-ის NFT-ებიდან მხოლოდ ვარდისფერბეწვიან მაიმუნებზე. Opensea-ის თქმით, უკანასკნელი ფუნქცია ამ დროისთვის მხოლოდ ტოპ 100 კოლექციაზე იქნება ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, პლატფორმაზე ნაჩვენები იქნება NFT-ის იშვიათობის პროცენტული მაჩვენებელი, მისი მინიმალური ფასი და ყველაზე მაღალი შემოთავაზება კონკრეტული ატრიბუტის მიხედვით, რაც მომხმარებლებს შეთავაზების მოცულობის სწორად განსაზღვრაში დაეხმარება.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post