fbpx

OpenSea-ს მომხმარებლების ელფოსტებმა გაჟონა – კომპანია გაფრთხილებას ავრცელებს

OpenSea-ს

OpenSea-ს მომხმარებლების ელფოსტებმა გაჟონა – კომპანია გაფრთხილებას ავრცელებს

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ OpenSea-ს მომხმარებლების ელფოსტებმა გაჟონა. შესაბამისად, NFT-ების უმსხვილესი ბაზარი გაფრთხილებას ავრცელებს და მომხმარებლებს აძლევს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიცვან თავი ელექტრონული ფოსტით განხორციელებული ფიშინგის მცდელობებისგან.

„ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ Customer.io-ს თანამშრომელმა თავისი სამსახურებრივი წვდომა ბოროტად გამოიყენა, რათა OpenSea-ს მომხმარებლებისა და ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენის გამომწერების მიერ მოწოდებული ელფოსტის მისამართები ჩამოეტვირთა და  არაავტორიზებული გარე მხარისთვის გაეზიარებინა… შესაძლოა, ელფოსტით ფიშინგის მცდელობები გაიზარდოს“, – აცხადებს OpenSea და დასძენს, რომ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს უკვე შეატყობინა.

ცნობისთვის, Customer.io უზრუნველყოფს SaaS პროდუქტს, რომელსაც კომპანიები მომხმარებლებისთვის ავტომატური, პერსონალიზებული ელექტრონული წერილების გასაგზავნად და მათი ჩართულობის გასაზრდელად თუ შესანარჩყნებლად იყენებენ.

Opensea-ს თქმით, მონაცემთა გაჟონვის მასშტაბი მასიური ჩანს და ,,თუ თქვენი ელფოსტა OpenSea-ს წარსულში გაუზიარეთ, უნდა ივარაუდოთ, რომ ეს თქვენც შეგეხოთ’’.

Seaport და ახალი ფუნქციები – რა სიახლეებს გვთავაზობს OpenSea

OpenSea

OpenSea პროტოკოლს აუმჯობესებს და გადადის Seaport-ზე, რასაც NFT-ების მყიდველებისა და გამყიდველებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოჰყვება. ამის შესახებ პლატფორმამ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

OpenSea მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ თავდამსხმელებმა დაკავშირება შესაძლოა, კომპანიის ოფიციალური ელფოსტის, opensea.io-ს, მსგავსი მისამართით (მაგალითად, Opensae.io; opensea.org; opensea.xyz) სცადონ და მათ განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებს. ელექტრონული ფოსტის მისამართზე დაკვირვების გარდა, კომპანია ამბობს, რომ წერილში მოცემული ნებისმიერი გვერდის URL-ის გადამოწმებაა მნიშვნელოვანი – მომხმარებელი ამ შემთხვევაშიც უნდა დარწმუნდეს, რომ ,,opensea.io’’ სწორად არის დაწერილი.

ამასთანავე, კომპანიის თქმით, OpenSea-ს მიერ გაგზავნილი ავთენტური ელექტრონული წერილები არასდროს მოიცავს დანართებს ან რაიმეს ჩამოტვირთვის მოთხოვნას. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მსგავსი ტიპის იმეილს მიიღებს, არაფერი უნდა ჩამოტვირთოს.

OpenSea მომხმარებლებს ასევე შეახსენებს, რომ პაროლები ან ციფრული საფულის საიდუმლო ფრაზები არავის უნდა გაუზიარონ და ტრანზაქციაზე ხელის მოწერისას განსაკუთრებული დაკვირვება გამოიჩინონ.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post