Apple-მა ღონისძიება Peek Performance დააანონსა
Apple 2022 წლის პირველ ღონისძიებას, სახელწოდებით Peek Performance 8 მარტს, თბილისის დროით საღამოს 10 საათზე უმასპინძლებს. ონლაინღონისძიებისთვის თვალის მიდევნება ოფიციალურ ვებსაიტსა Apple TV-ზე იქნება შესაძლებელი.
კომპანიას არ გაუმჟღავნებია დეტალები იმის შესახებ, თუ რა განახლებებს წარადგენს Peek Performance-ზე. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, არაერთ სიახლეს უნდა ველოდოთ. მათ შორის არის ახალი iOS & iPadOS 15.4, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ Face ID მხარდაჭერის მქონე iPhone და iPad ნიღბითაც განბლოკოს. გარდა ამისა, ეს განახლება უნივერსალური კონტროლის ფუნქციასაც მოიცავს. უკანასკნელის საშუალებით, iCloud ანგარიშში შესულ iPadOS 15.4-ებსა და MacOS 12.3-ებს (ან უფრო ახალ ვერსიებს) შორის ავტომატურად გაზიარდება მაუსის კურსორი და კლავიატურა. აღსანიშნია, რომ თითქმის 16 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც Apple-მა სპეციალურად Mac-ისათვის შექმნილი M1 ჩიპი გამოუშვა. ამიტომ, შესაძლოა, ღონისძიებაზე M2-ის ჩაშვების შესახებ გავრცელებული ვარაუდებიც გამართლდეს.
ჩამოთვლილი მოსალოდნელი სიახლეების გარდა, Peek Performance-ზე დიდი ალბათობით ვიხილავთ iPhone SE + 5G-ს, განახლებულ iPad Air-ს, Mac mini-ს, MacBook Pro-სა და სერვისების განახლებებს.
არსებული ცნობებით, მეორე თაობის iPhone SE-ის დიზაინში ცვლილებები არ არის მოსალოდნელი და ახალი მოდელი მისი წინამორბედის მსგავსი იქნება. მესამე თაობის iPhone SE-ში სავარაუდოდ Touch ID ფუნქცია შენარჩუნებული იქნება, კამერები გაუმჯობესებული, უფრო სწრაფი 5G კავშირი და A15 ჩიპი.
განახლებული დიზაინი ასევე არაა მოსალოდნელი ახალი თაობის iPad Air-ის შემთხვევაშიც. არსებული ვარაუდით, ეს მოდელები აღჭურვილი იქნება A15 ჩიპითა და 5G კავშირით (Wifi+Cellular მოდელებზე), ასევე ექნებათ Center Stage ფუნქციის მხარდაჭერა.
რაც შეეხება Mac ხაზს, გავრცელებული ინფორმაციით, Apple გამოუშვებს Mac mini-ის უფრო მძლავრ ვერსიას განახლებული დიზაინითა და M1 Pro/M1 Max ჩიპებით. ამის გარდა, ახალ MacBook Pro-ს, რომელიც სავარაუდოდ M2 ჩიპით იქნება აღჭურვილი.