Polygon-ის დამფუძნებლმა 50 მილიონიანი web3 ვენჩურული ფონდი შექმნა
Ethereum-ის ბაზაზე დაფუძნებულმა პლატფორმამ, Polygon-მა ამ წლის დასაწყისში 450 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა და განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა. აგვისტოში კი მისმა დამფუძნებელმა, სენდიპ ნეილვოლმა, ახალი პროექტი შექმნა, რომელიც Symbolic Capital-ის სახელით არის ცნობილი. ეს არის ვენჩურული ფონდი, რომელიც დაარსებულია web3 ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეების მიერ, ასევე ამ ინდუსტრიის დასახმარებლად.
ნეილვოლმა, თანადამფუძნებელ კენზი ვანგთან ერთად, 50 მილიონი დოლარი შეაგროვა ინვესტორებისგან, რათა დაეხმაროს კომპანიებს, რომლებიც ქმნიან დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (dApps). ეს თანხვედრაშია Polygon-ის მიზანთან – დააჩქაროს web3 აპლიკაციების განვითარება მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში არსებულ web3 პროექტებს.
„ჩემი მთავარი მისიაა web3-ის მასიური ათვისება მოხდეს, ეს მასობრივი გამოყენება კი მხოლოდ აპლიკაციების საშუალებითაა შესაძლებელი. არავინ იყენებს ბლოკჩეინს პირდაპირ, ისინი იყენებენ მას ყოველთვის რაიმე აპლიკაციის საშუალებით,” – განაცხადა ნეილვოლმა.
ფონდმა უკვე განახორციელა 15 ინვესტიცია, მათ შორის გეიმინგ სტუდიო BlinkMoon-ში, პოლიგონზე დაფუძნებულ მეტავერს Planet Mojo-სა და ელექტრონული სპორტული პლატფორმის Community Gaming-ში.
Symbolic ფოკუსირდება აპლიკაციებზე და განსაკუთრებით დაინტერესებულია სტარტაპებით, რომლებიც ორიენტირებულები არიან „creator economy“ სექტორით. მაგალითად: სპორტული ფენტეზი.