fbpx

Web3 პროექტებმა წელს $2 მილიარდზე მეტით იზარალეს

Web3

Web3 პროექტებმა წელს $2 მილიარდზე მეტით იზარალეს

ბლოკჩეინის აუდიტისა და უსაფრთხოების კომპანია CertiK-მა Web3-ის უსაფრთხოების შესახებ კვარტლური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის პირველ ექვს თვეში, ჰაკერული თავდასხმების გამო, Web3 პროექტებმა $2 მილიარდზე მეტით იზარალეს. მხოლოდ ორი კვარტლის განმავლობაში დაკარგული თანხა კი იმაზე მეტია, ვიდრე 2021 წელს ჯამურად იყო.

როგორც ჩანს, კრიპტოსექტორში კვლავ ფართოდაა გავრცელებული თაღლითობების სხვადასხვა სქემა და აღსანიშნია, რომ იგი ახალი საფრთხის, ე.წ. ფლეშ სესხების დახმარებით განხორციელებული შეტევების მზარდი რაოდენობის წინაშეც დგას. კერძოდ, CertiK-ის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მეორე კვარტალში 27 ე.წ. ფლეშ სესხის შეტევის შედეგად პროექტებმა $308 მილიონით იზარალეს, რაც პირველ კვარტალში დაფიქსირებულ $14 მილიონთან შედარებით ძალიან დიდი ზრდაა.

განმარტებისთვის, ,,ფლეშ სესხი’’ არის DeFi მექანიზმი, რომელიც ადამიანებს მოკლე დროში (საუბარია წუთებსა და ზოგჯერ წამებზე) დიდი რაოდენობის კრიპტოვალუტაზე აძლევს წვდომას. ამ სესხის აღება კი ბირჟებზე რომელიმე ციფრული ვალუტის ფასის მანიპულირებისთვის ან რაიმე პროექტის მართვის ყველა ტოკენის შესაძენად მარტივი გზაა. მაგალითად, მიმდინარე წლის აპრილში Beanstalk Farms-ის თავდამსხმელმა 13 წამზე ნაკლებ დროში აიღო სესხი, იყიდა პროექტის საკონტროლო პაკეტი, შემდეგ კი საკუთარ ციფრულ საფულეში $180 მილიონი გადარიცხა, რითაც $80 მილიონის წმინდა მოგება მიიღო.

რა არის Web1, Web2 და Web3?

Web1,web2,web3

თუკი თანამედროვე თაობის ნაწილი ხართ, სავარაუდოდ, უკვე დიდი ხანია, ინტერნეტს იყენებთ. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, არ იცოდეთ, რომ ინტერნეტის რამდენიმე ვერსია (Web 1, Web 2, Web 3) არსებობს.

CertiK-ის მონაცემების თანახმად, 2022 წლის მეორე კვარტალში 10 ყველაზე დიდი ე.წ. ფლეშ სესხის შეტევა განხორციელდა შემდეგ პროექტებზე:

• Beanstalk Farms – $182,284,430
• Fei Protocol
– $79,348,386
• DEUS Finance 2
– $15,700,000
• Elephant Money
– $11,340,000
• Saddle
– $10,984,288
• FEG token 2
– $1,857,000
• FEG token
– $1,315,638
• Inverse Finance
– $1,231,571
• DEFIAI
– $950,000
• bDollar
– $714,000

მეორე კვარტალში ასევე გაიზარდა ე.წ. ფიშინგის შეტევების სიხშირეც. კერძოდ, CertiK-ის ანგარიშის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში ფიშინგის 290 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ეს მაჩვენებელი პირველ კვარტალში 106-ს უტოლდებოდა. აღსანიშნია, რომ შეტევის მცდელობების უდიდესი ნაწილი პლატფორმა Discord-ზე მოდის, რადგანაც იგი საკმაოდ პოპულარულია კრიპტო და NFT მიმართულებით დაინტერესებულ და ამ სექტორებში ადამიანებში.

შედარებით გაუმჯობესებული მდგომარეობაა ე.წ. rug pulls შემთხვევების მიმართულებით. ცნობისთვის, აქ იგულისხმება დამფუძნებლების მიერ Web3 პროექტების მიტოვება და თანხით მიმალვა. CertiK-ის ანგარიშის თანახმად,2022 წლის მეორე კვარტალში ამგვარი ქმედებებით ჯამურად $16,5 მილიონი დაიკარგა, რაც გასული კვარტლის მონაცემთან, $37,46 მილიონთან შედარებით, დაახლოებით 2-ჯერ შემცირებულია.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post