fbpx

როგორი პიროვნებაა ჩვენი პროდუქტი? – ჯეფ მორისი

როგორი პიროვნებაა ჩვენი პროდუქტი? – ჯეფ მორისი

როდესაც ადამიანებს სთხოვენ აღწერონ თავიანთი მეგობრები და ადამიანები, რომლებთანაც კომუნიკაცია ახალი დაწყებული აქვთ, ისინი იყენებენ ზედსართავებს, რომლებიც აღწერს მათ პიროვნებას:

 

ის ძალიან ჭკვიანია.
ის მოსაწყენია.
ის მხიარულია.

მომხმარებლები ერთსა და იმავე ზედსართავ სახელებს იყენებენ, როდესაც მეგობრებს ეუბნებიან ჩვენ მიერ შექმნილ პროდუქტებზე. მაგრამ საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ, ამ შემთხვევაში, ზედსართავების არჩევანი უფრო დიდია:

ეს აპლიკაცია სახალისოა.
ეს აპი საშინელებაა და ა.შ

სოციალური პროდუქტების შექმნისას თქვენმა მომხმარებლებმა უნდა აღწერონ თქვენი აპლიკაცია, როგორც სახალისო, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პროდუქტი არ იმუშავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეფცია შეიძლება მარტივი ჩანდეს, სახალისო პროდუქტების შექმნა ადვილი არ არის.

ხალხი მეკითხება, ადვილია თუ არა სახალისო სამომხმარებლო პროდუქტების შექმნა ლოს-ანჯელესში, ქალაქში, რომელიც ცნობილია გასართობით, პლაჟებითა და მზის შუქით. სამხრეთ კალიფორნიაში ყოფნა სასარგებლოა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ლოს-ანჯელესში (და ყველა სხვა ქალაქში) უამრავი მოსაწყენი პროდუქტია შექმნილი.

გახსოვდეთ, რომ თქვენი პროდუქტის პიროვნება დამოკიდებულია თქვენი პროდუქტის გუნდის ლიდერზე.

თქვენმა ლიდერმა უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც წაახალისებს ინოვაციებსა და კრეატიულ იდეებს. თუ ეს არ ხდება თქვენს კომპანიაში ახლა, თქვენი პროდუქტი არ იქნება სახალისო.

როგორია თქვენი პროდუქტის პიროვნება? აირჩიე რამდენიმე სიტყვა მის დასახასიათებლად. შემდეგ ჰკითხეთ თანაგუნდელებს, რას ფიქრობენ.

იყენებს თუ არა თქვენი გუნდი იმავე სიტყვებს თქვენი პროდუქტის პიროვნების აღსაწერად? ხართ თუ არა გულწრფელები ერთმანეთთან იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ მომხმარებლები სინამდვილეში?

თუ თქვენ იყენებთ სხვადასხვა სიტყვებს თქვენი პროდუქტის აღსაწერად, ეს საუბრები თქვენი გუნდისთვის პრიორიტეტად უნდა აქციოთ.

რაც უფრო მალე ამოიცნობთ თქვენი პროდუქტის პიროვნებას და მისი მახასიათებლების ჩამოყალიბებაზე იზრუნებთ, მით უკეთესი იქნება თქვენი პროდუქტი.

რა გავაკეთოთ მაშინ, როცა ბევრ რჩევას ვიღებთ – აარონ ჰარისი

რჩევას

ცოტა ხნის წინ ჩვენ შევქმენით წარსულში დაწერილი საუკეთესო რჩევების ბიბლიოთეკა. ეს არის მნიშვნელოვანი კოლექცია და მან დამაფიქრა რჩევების ბუნებაზე.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post