fbpx

UWB სარადარო სისტემებს თქვენს გულისცემაზე დაკვირვება შეუძლია

სარადარო

UWB სარადარო სისტემებს თქვენს გულისცემაზე დაკვირვება შეუძლია

სიტყვა “რადარი” ყველაზე ხშირად გვახსენებს ამინდის პროგნოზს, სამხედრო ოპერაციების მეთვალყურეობასა და საჰაერო მოძრაობის კონტროლს. თუმცა, უახლესი ტექნოლიგები ულტრაფართო დიაპაზონში, ან UWB სარადარო სისტემაში, მიუთითებს ახალი აპლიკაციების გამოუყენებელ პოტენციალზე, განსაკუთრებით ჯანდაცვასა და სამშენებლო ტექნოლოგიებში.

 

მარტივად რომ ვთქვათ, UWB სარადარო სისტემები აგზავნიან სიგნალებს უფრო ფართო სიხშირით, ვიდრე სტანდარტული სარადარო სიგნალის სისტემები უკიდურესად მოკლე ხანგრძლივობის იმპულსების გადაცემით. ეს რადარი შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანის რესპირატორული და სისხლის მიმოქცევის სისტემების მიერ წარმოქმნილი მიკრო ვიბრაციების თვალყურის სადევნელად, რაც მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფთა გულისცემის და სუნთქვის სიხშირის მუდმივ და ავტონომიურ კონტროლს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, UWB სარადარო მოწყობილობები წარმოქმნიან ნაკლებ გამოსხივებას, ვიდრე ტიპური სახლის WiFi როუტერი.

IoMT – სამედიცინო საგნების ინტერნეტი

სამედიცინო ნივთების ინტერნეტი (IoMT) არის სამედიცინო მოწყობილობებისა და აპლიკაციების გაერთიანება, რომლებსაც ჯანდაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემებთან დაკავშირება ქსელური

UWB სარადარტო სისტემების გამოყენება ჯანდაცვაში

თუკი ჯანდაცვას მხოლოდ კოვიდ-19 პაციენტთა თვალთახედვით შევხედავთ, დღესდღეობით უკვე ბევრს სჭირდება გრძელვადიანი ზრუნვა და გამოჯანმრთელების მონიტორინგი ფილტვების დაზიანების გამო, რაც ხაზს უსვამს ეფექტური და უწყვეტი მონიტორინგის უფრო დიდ საჭიროებას. მიუხედავად ამისა, Covid-ის მიღმა, როგორც სასიცოცხლო ნიშნების, ასევე მოძრაობის მონიტორინგის შესაძლებლობა გავლენას ახდენს ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ალცჰეიმერის და დემენციის მქონე პაციენტების სახლში მოვლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ზოგად ხანდაზმულ ზრუნვაზე. UWB რადარის გამოყენება სასიცოცხლო ნიშნების ავტონომიური და მუდმივი მონიტორინგისთვის საშუალებას აძლევს მომვლელებს, ფოკუსირება მოახდინონ პრევენციაზე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს დიდ ხარჯებს და გააუმჯობესებს ზრუნვის დონეს.

UWB რადარების გამოყენება ასევე შეიძლება გარდამტეხი ცვლილების მომტანი იყოს საავადმყოფოებში. სასიცოცხლო ელემენტების რუტინული შემოწმება შეიძლება, შეიცვალოს უწყვეტი, ავტონომიური რადარის მონიტორინგით. გადატვირთული საავადმყოფოების და გადატვირთული პერსონალის ეპოქაში, ამ ტიპის ტექნოლოგიამ შეიძლება შეამსუბუქოს საავადმყოფოების სერიოზული გამოწვევები, რაც მათ საშუალებას მისცემს, უზრუნველყონ მაღალი ხარისხის მომსახურება დაბალი ბიუჯეტითა და ნაკლები ზეწოლით პერსონალზე.

UWB რადარს ასევე შეუძლია, დაავადების ადრეული ნიშნების გამოვლენაც. ყველაზე კრიტიკულ რესპირატორულ და/ან გულ-სისხლძარღვთა მოვლენებს წინ უძღვის გამაფრთხილებელი ნიშნები ექვსიდან რვა საათით ადრე. სუნთქვისა და გულის სიხშირის მუდმივი თვალყურის დევნება საშუალებას იძლევა, უფრო ეფექტურად ჩატარდეს მონიტორინგი, რაც მოვლენის პრევენციის საშუალებას შექმნის, ვიდრე მკვეთრი და ძვირადღირებული ჯანდაცვის ზომების მიღება.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post