fbpx

კარიერულ რჩევას ხომ არ ისურვებდით? – როი ბაჰატი

ბაჰატი

კარიერულ რჩევას ხომ არ ისურვებდით? – როი ბაჰატი

,,სად ხედავთ თქვენს თავს 5 წელიწადში?’’ – ეს, ალბათ, ის კითხვაა, რომელიც ადამიანების უდიდეს ნაწილს მიუღია და რომელზე პასუხიც, შესაძლოა, არ ჰქონია. თუმცა, ეს არ არის გასაკვირი – საკუთარი რამდენიმეწლიანი მომავლის ცხადად წარმოდგენა არც ისე მარტივია. ამგვარი გადაწყვეტილების მიღებამდე კი, ადამიანებს გარკვეულ საკითხებზე დაფიქრება გვჭირდება. სწორედ ამიტომ, ამერიკული ვენჩურული კაპიტალის ფირმის, Bloomberg Beta-ს დამფუძნებელი როი ბაჰატი გვიზიარებს რამდენიმე შეკითხვას, რომლებიც მას კონკრეტული ორიენტირის აღებაში ეხმარება.

შეკითხვა 1

იცით თუ არა, რა გსურთ ცხოვრების შემდეგი ეტაპიდან პროფესიული თვალსაზრისით? გინდათ, რაიმეს პირველად გაკეთების გამოცდილება მიიღოთ; გაარკვიოთ, არის თუ არა გარკვეული პროფესია თქვენთვის შესაფერისი თუ დაამტკიცოთ, რომ რაიმე კონკრეტული უნარი გაქვთ?, – გვიზიარებს პირველ შეკითხვას ბაჰატი.

შეკითხვა 2

მისი თქმით, მეორე საკითხი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ არის გარკვეული ტიპის შეზღუდვები.

,,გჭირდებათ თუ არა კონკრეტულ ადგილას ცხოვრება? გარკვეული თანხის შოვნა?… მუშაობა ისეთ ადგილას, რომელსაც კონკრეტული კულტურა გააჩნია?’’, – ამბობს ბაჰატი და დასძენს, რომ ის ყოველთვის სვამს ერთ უტაქტო შეკითხვას – ,,რა რაოდენობის თანხის შოვნა გჭირდებათ იმისთვის, რომ ცხოვრება ნორმალურად წარმართოთ?’’.

როგორ მივიღოთ კარგი და სწრაფი გადაწყვეტილებები

გადაწყვეტილებები

ნებისმიერ ადამიანს ყოველდღიურად უამრავი წვრილი თუ მსხვილი გადაწყვეტილების მიღება უწევს. თუმცა, ხშირად ამ პროცესს ყველაზე მეტად ჩვენს ტვინში არსებული დიდი ინფორმაცია აფერხებს.

შეკითხვა 3

,,რამხელა და რა ტიპის რისკზე წასასვლელად ხართ მზად?’’, – კიდევ ერთ შეკითხვას გამოყოფს როი და დასძენს, რომ მაგალითად, ზოგს ადარდებს მუშაობა სტარტაპში, რომელიც შესაძლოა ბიზნესიდან გაქრეს.

შეკითხვა 4

,,რა გააკეთეთ იდეების გენერირებისთვის იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გააკეთოთ შემდეგში?’’, – გვეკითხება ბაჰატი და აღნიშნავს, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა LinkedIn და Crunchbase, რათა შევადგინოთ ჩვენთვის საინტერესო კომპანიების, ინდუსტრიების, ადამიანების ან პოზიციების სია.

შეკითხვა 5

გაქვთ რაიმე კონკრეტული მიზანი, რომლისკენაც ილტვით? მაგალითად, გსურთ Fed-ის ხელმძღვანელი იყოთ; ან აღმასრულებელი დირექტორი კომპანიისა, რომელიც კონკრეტულ საქმიანობას ეწევა; ან სამ წელიწადში პენსიაზე გახვიდეთ, – გამოყოფს ბოლო, თუმცა სხვებზე არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს როი.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post