fbpx

რა არის საბაზრო ღირებულება?

საბაზრო ღირებულება

რა არის საბაზრო ღირებულება?

საბაზრო ღირებულება წარმოადგენს ფასს, რომელსაც კომპანია ან რაიმე სახის ქონება მოიპოვებს ბაზარზე. ეს არის ღირებულება, რომელსაც საინვესტიციო საზოგადოება გადაიხდიდა მის შეძენაში. საბაზრო ღირებულება ასევე ხშირად გამოიყენება სააქციო საზოგადოების საბაზრო კაპიტალიზაციის (Market Capitalization) აღსანიშნავად. იგი გამოითვლება კომპანიის ბრუნვაში გაშვებული აქციების რაოდენობის გამრავლებით ერთი აქციის მიმდინარე საბაზრო ფასზე.

საბაზრო ღირებულების დიაპაზონი უზარმაზარია – ის $ 100,000 ნაკლებიდან (მცირე კომპანიები) ასობით მილიარდამდე (მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე წარმატებული კომპანიები) მერყეობს.

კომპანიის საბაზრო ღირებულება კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ როგორ აღიქვამენ ინვესტორები მის ბიზნესპერსპექტივებს. იგი განისაზღვრება ინვესტორების მიერ კომპანიებისთვის მინიჭებული ისეთი შეფასებებით ან ჯერადებით როგორებიცაა price-to-sales, price-to-earnings, enterprise value-to-EBITDA და ა.შ. რაც უფრო მაღალია შეფასებები, მით უფრო მაღალია კომპანიის საბაზრო ღირებულებაც.

საბაზრო ღირებულებების დინამიკური ბუნება

საბაზრო ღირებულებამ შეიძლება მნიშვნელოვანი რყევა განიცადოს დროთა განმავლობაში და ის ძირითადად ბიზნესციკლზეა დამოკიდებული. მაგალითად, Bear market-ის დროს საბაზრო ღირებულებები ეცემა, ხოლო Bull Market-ისთვის აღმავალი ტენდენციებია დამახასიათებელი. გარდა ამისა საბაზრო ღირებულების რყევას სხვა მრავალი ფაქტორზეა დამოკიდებული.

რა ფაქტორები მოქმედებს საბაზრო ღირებულებაზე?

საბაზრო ღირებულებაში ბევრი ფაქტორია გათვალისწინებული. მათ შორის, გრძელვადიანი ზრდის პოტენციალი; სექტორი, რომელშიც კომპანია ოპერირებს; მოგებიანობა; საბაზრო გარემო; მიწოდება -მოთხოვნა კომპანიის აქციებზე; ასევე შეფასების კოეფიციენტები, რომლებიც გამოიყენება იმის დასადგენად, არის თუ არა აქცია სამართლიანად, გადაჭარბებულად (overpriced ) თუ არასაკმარისად შეფასებული (underpriced).

 

საბაზრო ღირებულების ყველაზე გავრცელებული კოეფიციენტები, რომლებიც კომპანიის აქციების შესაფასებლად გამოიყენება, არის:

• შემოსავალი ერთ აქციაზე (Earnings per share) – EPS დგინდება კომპანიის კვარტალური ან წლიური სუფთა შემოსავლის გაყოფით ბრუნვაში გაშვებული აქციების რაოდენობაზე.
ვინაიდან, უფრო აქციაზე მაღალი შემოსავალი უფრო მოგებიან ბიზნესზე მიუთითებს, ამ მაჩვენებელმა შეიძლება დადებითად (ან უარყოფითად) იმოქმედოს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ინვესტორები კომპანიის ღირებულებას.

• საბალანსო ღირებულება ერთ აქციაზე (Book value per share) – მისი გამოსათვლელი ფორმულა შემდეგნაირია: მთლიან სააქციო კაპიტალს გამოკლებული პრივილეგირებული აქციები გაყოფილი კომპანიის ჩვეულებრივი აქციების რაოდენობაზე.
მაღალი საბალანსო ღირებულება შეიძლება აღნიშნავდეს, რომ აქციები არასაკმარისად შეფასებულია.

• ფასისა და მოგების თანაფარდობა (P/E კოეფიციენტი) – აღნიშნული გამოსათვლელად აქციის ფასი უნდა გაყოთ კომპანიის ბოლო 12 თვის განმავლობაში მიღებულ მოგებაზე. (აქციის ფასი/მოგება ბოლო 12 თვე). მაღალი P/E კოეფიციენტი მიუთითებს იმაზე, რომ აქციის ფასი მაღალია მის მოგებასთან შედარებით და ქმნის ვარაუდს, რომ აქცია ბაზრის მიერ გადაჭარბებულად შეფასებულია.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post