fbpx

„მე არასდროს გამომიყენებია შენი პროდუქტი – ამიყვან სამსახურში?“ – ჯეფ მორისი

„მე არასდროს გამომიყენებია შენი პროდუქტი – ამიყვან სამსახურში?“ – ჯეფ მორისი

მე არ ვმუშაობ ადამიანურ რესურსებში. თუმა, Zaarly-ში გაწევრიანების შემდეგ, გასაუბრებებში ვმონაწილეობდი და ამ პერიოდში რამდენიმე მომხიბვლელ კანდიდატს შევხვდი. პროცესში გავაცნობიერე, რომ არსებობს ერთი კითხვა, რომელსაც ყოველთვის კარგად მიჰყავს გასაუბრებები – ეს კითხვაა: “ჩვენი ვებსაიტიდან პროდუქტი შეგიძენიათ?”

 

ამ კითხვაზე პასუხით შემიძლია გითხრათ, რამდენად სურს კანდიდატს ჩვენს კომპანიაში მუშაობა და როგორ დასრულდება გასაუბრება.

ვფიქრობ, ელექტრონულ კომერციაში არსებულმა ყველა კომპანიამ გასაუბრების წინ უნდა მოსთხოვოს სამუშაო კანდიდატებს, განახორციელონ ერთი ტრანზაქცია მაინც მათსავე პლატფორმაზე.

თუ კანდიდატმა თქვენი პროდუქტის გაცნობას გარკვეული დრო არ დაუთმო, მაშინ რატომ ზის ის თქვენს ოფისში და რატომ ითხოვს დასაქმებას?

მითხარი, რისი გაუმჯობესება შეგვიძლია

ჩვენი პროდუქტის დირექტორი, შეინ მაკი დასაქმების ამ პოლიტიკის შესახებ მესაუბრა. მას ძალიან საინტერესო პერსპექტივა ჰქონდა: კარგია, როდესაც პირიქით ხდება და სამუშაოს კანდიდატმა ყველაფერი იცის პლატფორმის შესახებ.

მიყვარს, როდესაც ვინმე კომპანიის ყველა წვრილმანს გარედან აკვირდება და გეუბნება, რითი და როგორ შეგიძლია პროდუქტი გააუმჯობესო.

თქვენმა ამჟამინდელმა თანამშრომლებმაც უნდა გამოიყენონ პროდუქტი

ეს წარმოუდგენლად მარტივი კონცეფციაა, რომელსაც ბევრი ახალგაზრდა კომპანია უგულებელყოფს.

კანდიდატების დასაქმების შემდეგ, დარწმუნდით, რომ თქვენი აქტიური თანამშრომლებიც რეგულარულად იყენებენ თქვენს პროდუქტს.

თუ თქვენი თანაგუნდელები არ ყიდულობენ თქვენი ვებსაიტიდან, როგორ დაარწმუნებთ მომხმარებელს, რომ პროდუქტი უნდა შეიძინონ?

თანამშრომლებს აქვთ შემოსავლის განსხვავებული დონე და ისინი ყოველთვის არ იქნებიან თქვენი სამიზნე მომხმარებელი, მაგრამ თქვენ მაინც გჭირდებათ ისინი პროდუქტის გამოსაყენებლად.

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ეს მოხდება, მიეცით მათ ყოველთვიური კრედიტი/ბონუსი, რათა საიტზე შესყიდვები განახორციელონ.

ეს თანამშრომლებზე ერთგვარი სტიმულივით იმოქმედებს, რის შემდეგაც მათ უფრო ინფორმირებული აზრი ექნებათ პროდუქტის შესახებ.

თქვენი თანამშრომლებისთვის ბონუსების მიცემა მხოლოდ დასაწყისია.

აუცილებლად უნდა გადახედოთ მათი შესყიდვების ისტორიას და შეეცადოთ, ხარჯვის ჩვევებს დააკვირდეთ.

სულ მცირე, ამით გაარკვევთ, ვინ არ არის თქვენი სამიზნე მომხმარებელი, რის შემდეგაც ენერგიასა და მარკეტინგულ ხარჯებს სხვა აუდიტორიისკენ მიმართავთ.

მარცხი, როგორც ახალი დასაწყისი – ანდრეას ანტონოპულოსი

შეერთებულ შტატებს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამეწარმეო კულტურა, სადაც მილიონობით ადამიანი იწყებს მცირე ბიზნესს, ქმნის ახალ პროდუქტებს და ტექნოლოგიას.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post