სად გვჭირდება სტანდარტები?! – სარა გუო
გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ კომპანიების დამფუძნებლები და აღმასრულებელი დირექტორები სტანდარტების დაწესებაზე იწყებენ ფიქრს მაშინ, როცა გარკვეული გეგმები და ამოცანები არ სრულდება განსაზღვრულ ვადებში. უფრო ზუსტად კი, CEO-ების კითხვაა: “სად უნდა დავამკვიდრო სტანდარტები?”
ლიდერები, რომლებსაც ყველაზე ერთგული მიმდევრები ჰყავთ საკმაოდ მომთხოვნები არიან. დიად ადამიანებს მაღალი სტანდარტების წყურვილი კლავთ. ისინი მიისწრაფვიან პიროვნული ზრდისკენ, სურთ, ჰყავდეთ მაღალი დონის გუნდი, აფასებენ პასუხისმგებლობის გრძნობასა და არიან ამბიციურები გამარჯვებისთვის.
სარა გუო საუბრობს თავისი გამოცდილების შესახებ, რომელიც საკმაოდ ვრცელი და ღირებულია. მაგალითად, ის ამბობს, რომ არასოდეს უნახავს თანამშრომელი, რომელიც მადლიერია ისეთი მენტორის, ვინც მუდმივად იცავდა და კომფორტს უქმნიდა. ჭეშმარიტი ლიდერი ბიძგს გაძლევს განვითარდე და მიაღწიო წარმატებას, რაც რეალურად უფრო დასაფასებელია.
აღმასრულებელი დირექტორები შიშობენ, რომ თანამშრომლებში გამოიწვევენ დისკომფორტს თუკი, დააწესებენ სტანდარტებსა და ფორმალურ პროცედურებს, რადგან ანგარიშვალდებულებას შემოაქვს დაძაბულობა, ადამიანებს ეშინიათ მაღალი სტანდარტების, იქმნება კონკრენტუნარიანი გარემო და ა.შ
იმ შემთხვევაში, თუ სამსახურიდან გავათავისუფლებთ ადამიანებს, რომლებიც სტანდარტებს არ მიჰყვებიან, სტრესს გამოვიწვევთ დარჩენილ თანამშრომლებშიც. მსგავსი რეზულტატი კი, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა.
როდესაც თანამშრომლები ამოცანებს არ ასრულებენ სტანდარტის შესაბამისად, ასეთ დროს რიგი თანამშრომლების გარდა, მმართველ გუნდს შეუძლია მაქსიმუმ გაათავისუფლოს CEO-ც, თუმცა, ამით მაინც ვერსად გაექცევით ბაზრის მოთხოვნებს მაშინ, როცა, ტექნოლოგიების ბაზრები მდიდარია, ჭკვიანია, სავსეა ამბიციური ადამიანებით, კაპიტალით და კონკურენციით.
საბოლოოდ, თუ არ გაქვთ უმაღლესი სტანდარტები თქვენი ორგანიზაციისთვის, რისკიც მაღალი გექნებათ, მაგრამ მაღალი სტანდარტების დაცვა და ინკრემენტალიზმთან ბრძოლა არის ალბათ ყველაზე მთავარი რამ, რაც ლიდერს შეუძლია.
რაც მთავარია, დირექტორები უნდა იყავნენ გულწრფელები თავიანთ გუნდებთან იმ ეგზისტენციალურ საფრთხეებზე, რომლებსაც კომპანია რეალურ ამბიციებთან ერთად აწყდება. ეს გაამყარებს ნდობას და გუნდებს შორის კონკურენტუნარიანობასაც გაზრდის.