fbpx

კონტენტ მარკეტინგის და SEO-ს სტრატეგიები სტარტაპებისთვის

SEO

კონტენტ მარკეტინგის და SEO-ს სტრატეგიები სტარტაპებისთვის

საწყის ეტაპზე სტარტაპერს ყველა საჭირო მიმართულებით მუშაობა თავად უწევს. ეს ნიშნავს ყოველ კვირა ათობით განსხვავებულ სამუშაოს: პროდუქტის სრულყოფას, ახალი მომხმარებლების შეძენას, ინვესტიციების მოძიებას და სხვა. შეზღუდული დროის, ენერგიის და ფინანსური რესურსების სიმცირის გამო ჩნდება კითხვა – შეუძლია დამფუძნებელს ხარისხიანი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება დიდი ბიუჯეტის გარეშე? პასუხია დიახ. სტარტაპს არ სჭირდება ძვირადღირებული სარეკლამო კამპანიები. ამის ნაცვლად შეუძლია აწარმოოს სწორი სახის კონტენტი – ე.წ owned media და მოახდინოს მისი ნახვების გაზრდა SEO-ს წყალობით. კარგი კონტენტის შექმნით და SEO-ს ჭკვიანურად გამოყენებით რანკირებისას მოწინავე ადგილსაც დაიკავებ და ტრაფიკიც გაგეზრდება. Convertion rate-ის გაზრდასთან და ბრენდის რეპუტაციის შექმნასთან ერთად კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია გულისხმობს, რომ თუ ინვესტორების ყურადღებას ერთხელ მიიქცევ, მათთვის შენი სანდოობის დამტკიცებისთვის მომავალში დიდი დრო გექნება.

ამ სტატიაში მინდა მოგიყვეთ იმ მეთოდებზე, რომლებიც SEO-ში, კონტენტ მარკეტინგში და სხვადასხვა სოციალურ მედიებში შეგიძლია გამოიყენო.

SEO დამწყებებისთვის

რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული კომპანიებისთვის SEO-ს სტრატეგიად კონტენტ პროგრამის შექმნა და რა უსაფრთხო გზები არსებობს დასაწყებად? რა არის SEO და რატომაა მნიშვნელოვანი?

SEO ნიშნავს Search Engine Optimization-ს (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია): ეს არის ნაცადი პრაქტიკა, რომელიც ზრდის ტრაფიკს ვებ-გვერდზე ორგანული ძებნის შედეგების საფუძელზე. მის გამოყენებაში კარგი ის არის, რომ აქვს ე.წ თოვლის გუნდის ეფექტი* – როცა ერთხელ შედეგს მიიღებ, შემდეგ ის თავისთავად უმჯობესდება.

ადრეულ ეტაპზე კომპანიები SEO-ს თავიანთი მარკეტინგის ნაწილად არ განიხილავენ ხოლმე, რაც მათ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს. SEO გრძელვადიანი „თამაშია“, მაგრამ თუ მას სწორად აითვისებ, ნამდვილად ეფექტური გზაა კონკურენტულობის გასაზრდელად. რამდენადაც ბრენდის ცნობადობა დაგეხმარება საზოგადოების შენს სანდოობაში დასარწმუნებლად, იმდენადვე ორგანული ტრაფიკი დაგეხმარება ახალი ვიზიტორების მიღებაში და შესაბამისად, მათ მომხმარებლებად გარდაქმნაში. მოკლედ თუ SEO-ს სწორად გამოიყენებ, ის შენი მარკეტინგული სტრატეგიის საფუძვლად შეიძლება იქცეს.

როგორ დაიწყებ SEO სტრატეგიას?

ამის გაკეთება არცისეთი საშიში და რთულია როგორც ფიქრობ. თანაც საბოლოო შედეგი გაღებულ ძალისხმევად ღირს.

პირველ რიგში, როგორც EWR Digital-ის CEO და SEO სტრატეგისტი მეთ ბერთრამი ამბობს, უნდა დაიწყო შენი SEO მიზნის განსაზღვრით. ეს ძირითად შემთხვევებში შეიძლება იყოს – ვებ-გვერდის ორგანული ტრაფიკის გაზრდა X პროცენტით.

შემდეგ მოიძიე Keyword-ები, რომელიც რელევანტურია შენი სამიზნე სეგმენტისთვის და შეესაბამება შენს მიზნებს. Google-ის გარდა კვლევისთის შეგიძლია გამოიყენო უფასო თულები:

  • Google Trends;
  • Keyword Generator;
  • Keyword Sheeter;
  • Answer the Public;
  • Keyword Surfer;
  • Keyworddit;
  • Google Search Console;
  • Questiondb;
  • Bulk Keyword Generator;
  • Answer the Public;

აირჩიე ის Keyword-ები, რომლებიც რანკირებისას დაგეხმარება. გიჯობს აირჩიო სიტყვები, რომლებზეც ნაკლები კონკურენციაა და ძებნის მოცულობა მცირეა. მაგალითად, თუ ტურისტულ ინდუსტრიაში ხარ ნუ შეარჩევ სიტყვა “holidays”. შეარჩიე „beginner mountain climbing holidays“. ძებნისას საჭირო კითხვების შერჩევაში დაგეხმარება კიდევ ერთი keyword თული – search cloud

ბოლოს ყურადღება მიაქციე შენი ვებ-გვერდის სტრუქტურას, რადგან ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ადრეული SEO-სთვის. რანკირებისას საიტის სტრუქტურასაც ითვალისწინებენ. ტექნიკურ დონეზე, ეს ნიშნავს, რომ გჭირდება ნორმალური H1-H5 tags-ების გამოყენება. მარტივად რომ ვთქვა, ნებისმიერი სათაური ვებზე უნდა იყოს H1 (Heading 1) ფორმატის. ქვესათაური H2-ის, კიდევ უფრო მცირე ქვეთავი H3-ს და ასე შემდეგ.

„საიტზე ტექსტის ეს მარტივი ფორმატირება ეხმარება პატარა კომპანიებს სასურველი keyword-ებით რანკირების გრძელვადიანი თამაშის დაწყებაში (keyword-ები უმჯობესია იყოს სათაურშივე)“ – ამბობს სარა შირენი, კონტენტ მარკეტერი და Best Company-ს სარედაქციო გუნდის წევრი. „ვებ-გვერდისთვის ავტორიტეტის მოპოვებას დრო სჭირდება, თუმცა დასაწყისიდანვე სწორი ქმედებებით Google შენს კომპანიას მალევე შეამჩნევს“.

ხარისხიანი კონტენტი და SEO ერთად უკეთესია

ახლა როცა SEO-ზე მუშაობა უკვე დაიწყე უნდა გაიგო როგორ მოაქციო ის შენი კონტენტ მარკეტინგის სათავეში. ოღონდ გაითვალისწინე, რომ SEO მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ისეთ ხარისხიან კონტენტს ქმნი, რაც ადამიანებს შენს საიტზე შემოსვლის სურვილს უჩენს.

Google-ის მიზანია ადამიანებმა მისი გამოყენებით ის იპოვონ, რაც სურთ. შესაბამისად, იდეალური მიდგომა შენი კონტენტის დაგეგმვისას იქნება იმის გაგება თუ რა სურს ხალხს და შემდეგ მათთვის ამის შესახებ საინტერესო ინფორმაციების შეთავაზება. შენი და Google-ის მიზნები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.

მოკლედ, დაგეგმე შენი კონტენტი შერჩეული keyword-ების გარშემო და დარწმუნდი, რომ მას ექნება იმაზე მაღალი ხარისხი და ღირებულება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ონლაინ კონტენტს იმავე თემაზე. რაც უფრო კარგი იქნება კონტენტი, მით მეტი ადამიანი დაინტერესდება მისით. საბოლოოდ კი სწორედ ეს გაგიზრდის ნახვების რაოდენობას.

SEO მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ისეთ ხარისხიან კონტენტს ქმნი, რაც ადამიანებს შენს საიტზე შემოსვლის სურვილს უჩენს.

შეარჩიე SEO-friendly სურათები

აუცილებლად გამოიყენე tag-ები და metadata descriptions – სპეციალური თაგები, რომლებსაც Google კითხულობს შენს გვერდზე განთავსებული კონტენტის აღსაქმელად – სურათებისთვის. ვიდეოსთვის და სურათებისთვის მათი გამოყენება დაეხმარება საძიებო სისტემის ალგორითმებს მათ შესაბამის ადგილას მოთავსებაში და სწორად შეფასებაში. რაც მეტ თაგს ან meta-ს გამოიყენებ, უკეთესი შედეგის მიღების შანსი გაქვს.

„თითოეულ სურათზე მინიმუმ 3-4 თაგი უნდა გამოიყენოთ და ამასთან დაურთოთ მოკლე, მაგრამ კარგად აღქმადი კომენტარი იმის შესახებ, თუ რას უჩვენებს ის აუდიტორიას“ – ამბობს ჩანს ვებერი, Leap Clixx-ის CEO და დამფუძნებელი. „ამ მცირე სამუშაოთი დასაწყისიდანვე შეგიძლიათ უდიდესი ცვლილებები მოახდინოთ“.

მიიღე მაქსიმალური შედეგი ნებისმიერი ტიპის კონტენტისგან

SEO სტრატეგიის გამოყენება განსხვავებული კონტენტის არსებობის შემთხვევაშიც დაგეხმარება. თუმცა მთავარია ქვემოთ მოცემული ორი მარტივი და ამასთან ეფექტური მეთოდი გაითვალისწინო:

– წერე შერჩეული keyword-ებით. უკვე დასრულებულ სტატიაში მათი ჩამატების მცდელობა არა მხოლოდ შრომატევადია, არამედ შენს კონტენტს ავთენტურობას და ორგანულობის შეგრძნებას აკარგვინებს. ეს კი აუცილებელია მკითხველების გასართობად და მათი ნდობის მოსაპოვებლად.

– მოათავსე keyword-ები სტრატეგიულად თითოეულ პოსტში. მოათავსე შენი მთავარი keyword სტატიის სათაურში, პირველ და ბოლო პარაგრაფში, meta title-ში და აღწერაში. მეორადი keyword-ები კი ქვესათაურებში და ტექსტში.

SEO-სთვის გუნდის აყვანა არ გჭირდება. უმარტივესი გზა ამ სტრატეგიისთვის ბლოგების იმ პასუხებზე წერაა, რომლის კითხვებსაც შენი პოტენციური მომხმარებლები პრობლემების გადაჭრისას აწყდებიან“ – ამბობს კოლინ პალფრი, Majesty Coffee-ს CMO. „გამოიყენე ის სიტყვები, რომლებსაც შენი მომხმარებლები იყენებენ ამ კითხვებზე პასუხების ძებნისას და Google შესაბამის მკითხველთან თავად დაგაკავშირებს. ყველაზე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება და მალე ნახავ როგორ გადაინაცვლებს შენი დომეინი რანკირებისას სათავეში“.

როგორ ერთვება პროცესში სოციალური მედია?

SEMrush-ის მიხედვით სოციალური მედია პირდაპირ არ მოქმედებს SEO-ს რანკირებაზე. სამაგიეროდ სხვადასხვა პლატფორმებზე ლინკების გაზიარებით იზრდება ბრენდის ცნობადობა. მოკლედ სოციალური მედია საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაზე 6 მიმართულებით მოქმედებს:

1.ახდენს ვრცელი შინაარსის დისტრიბუციას;

2.შენს პოსტებს უფრო დიდი „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ აქვს;

3.იზრდება ონლაინ ხილვადობა და ორგანული ტრაფიკი;

4.იზრდება ბრენდის ცნობადობა;

5.ძლიერდება ბრენდის რეპუტაცია:

6.იბუსთება SEO;

სოციალური ქსელების ალგორითმები პოპულარულ პოსტებს უფრო ხშირად აჩვენებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ შენს პოსტს ბევრი ნახვა ექნება, მეტი შანსია, რომ ალგორითმი მომხმარებელს კითხვის პასუხად შენს პოსტს ამოუგდებს.

„ამასთან, გჭირდება შენს ბრენდთან დაკავშირებული ადამიანები მათთან პოზიტიური მედიის გასაზიარებლად და ახალი მომხმარებლების შესაძენად. ეს უფრო მეტ ადამიანს მოანდომებს ბრენდთან დაკავშირებას და შენც შენთვის სასურველ ჩართულობას და უკუკავშირს მიიღებ“ – აბობს კარლა დიასი, Broadband Search-ის თანადამფუძნებელი.

კიდევ ერთი გზა მომხმარებელთა უფრო მეტი დაინტერესებისთვის paid promotion-ის გამოყენების გარეშე არის კონკურსების და უფასო კონტენტის შეთავაზება. „სოციალური მედია ზოგადად უმარტივესი დაბალ ფასიანი არჩევანია და აქ მაღალი ჩართულობის მიღება თანხების ხარჯვის გარეშეა შესაძლებელი“ – ლუკ თომასი, Strong Automotive Merchandising-ის PR სპეციალისტი.

20 პრინციპი სტარტაპის ზრდისთვის

სტარტაპის გაზრდის და გაფართოების პრინციპებზე პირდაპირ თუ ირიბად უკვე ბევრჯერ ვისაუბრეთ. ამ სტატიაში კი გვსურს თემასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი პრინციპი გავაერთიანოთ. გახსოვდეს, რომ ამ ჩამონათვალის მთავარი აზრი არსებობისთვის საშიში შეცდომების თავიდან არიდებაა. ახლა კი დავიწყოთ უკუსვლით.


საუკეთესო SEO კონტენტი წაკითხვადი, ღირებული კონტენტია

ნაცვლად შენთვის სასურველი კონტენტის შექმნისა, დაიწყე მომხმარებლის ტკივილების იდენტიფიცირებით. გამოიყენე ის მთავარი სიტყვები, რომლებიც ყველაზე კარგად უკავშირდება მათ პრობლემას. „ნუ ეცდები ტექსტში მათ ლამაზად მოთავსებას. იყავი გულწრფელი და დამხმარე. ეს მეთოდი ყველაზე ეფექტური მაშინაა, როცა შენი მიზნები მომხმარებლების საჭიროებებთან, მიზნებთან და გამოწვევებთანაა თანხვედრაში“ – რეიფ გომეზი, VC Inc. Marketing.

Paid Search-ის რეკლამები კონკურენტების სათავეში მოგაქცევენ მანამ, სანამ მათზე ფულს ხარჯავ. თუმცა თუ იფიქრებ და მოიქცევი ადამიანურად SEO თავისთავად, გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარდება. ალგორითმები და ბოტები მკითხველებს შენს ბრენდამდე მოიყვანენ. ღირებული კონტენტი კი მათ მუდმივ მომხმარებლებად გადაგიქცევს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post