fbpx

Spincar რებრენდინგის ფარგლებში სახელწოდებას Impel-ით ანაცვლებს

Impel

Spincar რებრენდინგის ფარგლებში სახელწოდებას Impel-ით ანაცვლებს

საავტომობილო გაყიდვების ციფრული გადაწყვეტილებების გლობალური კომპანია სპინქარი, რომელმაც გასულ წელს ქართული სტარტაპი Pulsar AI შეიძინა,  ოპერირებას ახალი სახელწოდებით – Impel გააგრძელებს. სახელწოდების ცვლილება, კომპანიის ზრდასა და განვითარებაზე, ასევე ავტოინდუსტრიაში საცალო ვაჭრობის მიმართულებით ინოვაციების როლის გაძლიერებაზე მიუთითებს. სახელწოდების ცვლილებასთან ერთად, კომპანია პროდუქტების შეთავაზების სპექტრს აფართოებს F&I (ფინანსები და დაზღვევა) მიდგომის დანერგვის გზით, რაც გულისხმობს ინდუსტრიაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტის დანერგვას – ეს კი ავტომობილის დილერებს ავტომობილთან დაკავშირებული ფინანსური და სადაზღვევო პროდუქტრების გაყიდვაში დაეხმარება. აღნიშნული პროდუქტის პრეზენტაცია ლას-ვეგასში, 11-13 მარტს ორგანიზებულ NADA-ს 2022 წლის გამოფენაზე გაიმართა.

კომპანიის ახალი სახელწოდება, “impel“, „მამოძრავებელ ძალას, სტიმულირებას“ ნიშნავს და ეს სახელწოდება კომპანიის მისიის არსს გამოხატავს:

„უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, ჩვენ შევიმუშავეთ ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რაც ათასობით დილერს დაეხმარა, ავტომწარმოებლებს და ბაზრებს მომხმარებელთათვის შეექმნათ ავტომობილის ყიდვის უფრო დახვეწილი და საინტერესო გამოცდილება“– აცხადებს დევინ დალი, Impel-ის აღმასრულებელი დირექტორი. „ჩვენი ახალი სახელწოდება, მასშტაბურ გავლენას ახდენს ავტოინდუსტრიის მომხმარებელთა სრული სპექტრის გამოცდილებაზე და ხაზს უსვამს ჩვენი კომპანიის უწყვეტ სწრაფვას – ინდუსტრიის წინსვლისთვის გამოვიყენოთ ტექნოლოგიებისა და მონაცემების ძალა და უპირატესობა. ვამაყობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან და მომხმარებლებთან ერთად, ავტოინდუსტრიაში საცალო ვაჭრობის მომავალს ვქმნით“.

Impel-ის ციფრული ჩართულობის პლატფორმა, საშუალებას აძლევს ავტომობილების გამყიდველებს, შეხების ყველა წერტილში სამომხმარებლო გამოცდილება მეტად პერსონიზებული გახადონ. ავტომატიზებული დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელი ტექნოლოგიის და ინდუსტრიის მომხმარებელთა შესახებ დეტალური მონაცემების გამოყენების საფუძველზე, კომპანიის სრულად ინტეგრირებული საკომუნიკაციო სისტემა, ვაჭრობის, მარკეტინგის და ვიზუალიზაციის აპლიკაციები ხელს უწყობს საცალო დილერებს, გაზარდონ ოპერირების სრული ციკლის ეფექტურობა და ეფექტიანობა. დღეისათვის, კომპანიას დამყარებული აქვს კავშირი 51-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებლებთან.

Impel-ის უახლესი პროდუქტი – F&I Pursuit, დილერებს სთავაზობს კომუნიკაციის, მერჩენდაიზინგის და ციფრული საცალო ვაჭრობის სრულყოფილ პლატფორმას, ავტომობილების გაყიდვების თანმდევი F&I შემოსავლის გენერირების მიზნით. F&I Pursuit აერთიანებს ავტომატურ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და ელ-ფოსტით კომუნიკაციას, ელექტრონული ვაჭრობისთვის აუცილებელი სრული შესაძლებლობით, რათა ხელი შეუწყოს მომხმარებელს – შეიძინოს ავტომობილთან დაკავშირებული ფინანსური და სადაზღვევო პროდუქტები მას შემდეგაც, რაც დაასრულებს უშუალოდ ავტომობილის შეძენის პროცესს. Impel-ის ავტომატიზებული დიალოგის ტექნოლოგიის საფუძველზე, რომელიც ქართული სტარტაპის, Pulsar AI – ის შექმნილია, “F&I Pursuit” მუდმივად ამუშავებს დილერის საოპერაციო სისტემის (DMS) ჩანაწერებს და პროაქტიულად ინარჩუნებს კავშირს მომხმარებლებთან, რომლებმაც ავტომობილის შეძენის დროს, არ შეიძინეს დამატებითი პროდუქტები. სრულად ინტეგრირებული ელექტრონული ვაჭრობის გამოცდილება ითვალისწინებს უშუალოდ მონაწილე დილერების ვებგვერდების მეშვეობით მოქნილი გადახდის და ტრანზაქციის შეუფერხებელი დამუშავების შესაძლებლობასაც.

„F&I პროდუქციის გაყიდვები კრიტიკულად მნიშვნელოვანია დილერების მოგებიანობის თვალსაზრისით, თუმცა, სადილერო ცენტრებში საავტომობილო მომსახურების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების საშუალო მაჩვენებელი, 50%-ზე ნაკლებია,“ – აცხადებს დევინ დალი. „F&I Pursuit-ი მსგავსი ტიპის გამოუყენებელ შესაძლებლობებს გაყიდვებად აქცევს, რადგან სადილერო ცენტრიდან გასვლის შემდეგ, მყიდველებისთვის, სახლიდან გაუსვლელად ხდება ინფორმაციის მიწოდება, მათი მოზიდვა და დაინტერესება. ამგვარი შესყიდვის შემდგომი გაყიდვები წარმოადგენს სადილერო საქმიანობის სრულად დამატებით შემოსავალს. აღტაცებულნი ვართ ამგვარი ახალი პროდუქტით და მოუთმენლად ველით, დილერებმა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის უპირატესობები მომხმარებელთა მოზიდვის და საქმიანობის ახლებურად წარმართვაში“.

Impel-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს. 

რუბრიკის წარმდგენია

Share this post