fbpx

რა არის SWOT ანალიზი?

SWOT

რა არის SWOT ანალიზი?

SWOT ანალიზი ის ტერმინია, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპსა თუ სფეროში აუცილებლად შეგხვდებათ და დაგჭირდებათ. სწორედ ამიტომ, მისივე აქტუალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გიამბოთ, თუ რა ტიპის ანალიზია ეს და რაში ეხმარება ის ინდივიდებსა თუ ორგანიზაციებს.

 

პირველ რიგში, გეტყვით, რომ SWOT -ის ინიციალები იშიფრება, როგორც ძლიერი მხარეები(Strength), სისუსტეები(Weakness), შესაძლებლობები(opportunity) და საფრთხეები(threat). ასე რომ, SWOT ანალიზი არის ბიზნესის შეფასების მეთოდი ამ ოთხი კრიტერიუმიდან გამომდინარე. შესაბამისად, ის არის ერთგვარი ჩარჩო, რომელიც გამოიყენება კომპანიის კონკურენტული პოზიციის შესაფასებლად და სტრატეგიული გეგმის შესამუშავებლად. SWOT ანალიზი აფასებს შიდა და გარე ფაქტორებს, ასევე მიმდინარე და სამომავლო პოტენციალს. იგი შექმნილია იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს რეალისტურ, ფაქტებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ხედვას ორგანიზაციის ან მისი ინდუსტრიის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ.

როგორ გავაკეთოთ SWOT ანალიზი?

სხვადასხვა მონაცემის გამოყენებით, SWOT ტექნიკას შეუძლია, ბიზნესს ძლიერი სტრატეგიების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს. დამოუკიდებელ SWOT ანალიტიკოსებს, ინვესტორებს ან კონკურენტებს SWOT ანალიზით ასევე შეუძლიათ იხელმძღვანელონ იმის შესახებ, შეიძლება თუ არა კომპანია, პროდუქტის ხაზი ან ინდუსტრია იყოს ძლიერი ან სუსტი და რატომ.

ანალიტიკოსები SWOT ანალიზის გაკეთებისას ერთ დიდ კვადრატს ოთხ პატარ კვადრატად ყოფენ, რომელთაგან თითოეული კვადრატი თითოეულ SWOT ელემენტს ეთმობა. ეს ვიზუალური მოწყობა უზრუნველყოფს კომპანიის პოზიციის სწრაფ მიმოხილვას.

სისუსტეები

სუსტი მხარეები, ისევე როგორც ძლიერი მხარეები, თქვენი ორგანიზაციის თანდაყოლილი მახასიათებელია, ამიტომ ფოკუსირდით თქვენს ადამიანებზე, რესურსებზე, სისტემებსა და პროცედურებზე. იფიქრეთ იმაზე, თუ რა შეგიძლიათ გააუმჯობესოთ და რას უნდა მოერიდოთ.

კიდევ ერთხელ წარმოიდგინეთ (ან დააკვირდით) როგორ ხედავენ თქვენს კომპანიას ბაზარზე სხვა ადამიანები. ამჩნევენ თუ არა ისინი სისუსტეებს, რომლებსაც თქვენ ვერ ამჩნევთ? გამოყავით დრო იმის შესამოწმებლად, თუ რას და როგორ აკეთებენ თქვენი კონკურენტები უკეთ. რა გაკლიათ იქამდე, რომ მათ დონეზე იყოთ?

იყავი გულწრფელი – SWOT ანალიზი ღირებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეაგროვებთ ყველა საჭირო ინფორმაციას. ასე რომ, უმჯობესია იყოთ რეალისტები და, რაც შეიძლება, მალე გაიაზროთ ნებისმიერი უსიამოვნო ჭეშმარიტებას.

შესაძლებლობები

შესაძლებლობები არის ერთგვარი შანსები, რომელთა გამოყენებაც პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს, თუმცა კი, თქვენ უნდა იმუშაოთ ამ შანსების გამოსაყენებლად. ისინი შეიძლება წარმოიშვას ბაზარზე, რომელზეც თქვენ ოპერირებთ, ან თქვენ მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიაში. შესაძლებლობების აღმოჩენამ შეიძლება, დიდი გავლენა მოახდინოს თქვენი ორგანიზაციის უნარზე, კონკურენცია გაუწიოს სხვა კომპანიებს და იყოს ლიდერი ამ ინდუსტრიაში. ამიტომაც, იფიქრეთ შესაძლებლობებზე, რომლებიც შეგიძლიათ დაუყოვნებლივ გამოიყენოთ. მცირე უპირატესობებმაც კი შეიძლება გაზარდოს თქვენი ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობა.

საფრთხეები

საფრთხეები მოიცავს ყველაფერს, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ბიზნესზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საფრთხის წინასწარ განსაზღვრა და მათ წინააღმდეგ ზომების მიღება. იფიქრეთ იმაზე, თუ რა დაბრკოლებებს აწყდებით თქვენი პროდუქტის ბაზარზე გატანისა და გაყიდვისას. თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თქვენი პროდუქციის ხარისხის სტანდარტები იცვლება და თქვენ მოგიწევთ შეცვალოთ ეს პროდუქტები, თუ გსურთ ლიდერობის შენარჩუნება.

ყოველთვის გაითვალისწინეთ, რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები და უნდა შეცვალოთ თუ არა თქვენი ორგანიზაციის აქცენტი გამოწვევის დასაკმაყოფილებლად. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ რასაც ისინი აკეთებენ, შეიძლება არ იყოს თქვენთვის სწორი – ამიტომაც მოერიდეთ მათ კოპირებას.

როგორ გამოვიყენოთ SWOT ანალიზი?

შიდა ფაქტორები

ის, რაც ხდება კომპანიაში, წარმოადგენს ინფორმაციის დიდ წყაროს SWOT ანალიზის ძლიერი და სუსტი მხარეების კატეგორიებისთვის. შიდა ფაქტორების მაგალითებია ფინანსური და ადამიანური რესურსები, მატერიალური და არამატერიალური (ბრენდის სახელი) აქტივები და საოპერაციო ეფექტურობა.

შიდა ფაქტორების ჩამოთვლის პოტენციური კითხვებია:

• რას ვაკეთებთ კარგად?
• რა არის ჩვენი ყველაზე ძლიერი აქტივი?
• ვინ არიან ჩვენი მოწინააღმდეგეები?
• რომელია ჩვენი ყველაზე დაბალი ხარისხის პროდუქციის ხაზი?

გარე ფაქტორები

ის, რაც ხდება კომპანიის გარეთ, ისეთივე მნიშვნელოვანია კომპანიის წარმატებისთვის, როგორც შიდა ფაქტორები. გარე გავლენები, როგორიცაა მონეტარული პოლიტიკა, ბაზრის ცვლილებები და მომწოდებლებთან წვდომა, არის ფაქტორები, რომლებიც დაგვეხმარება შესაძლებლობებისა და სისუსტეების განსაზღვრაში.

გარე ფაქტორების ჩამოთვლის პოტენციური კითხვებია:

• რა ტენდენციები შეიმჩნევა ბაზარზე?
• რომელი დემოგრაფიული წრეები არ არიან ჩვენი სამიზნე აუდიტორია?
• რამდენი კონკურენტია და როგორია მათი ბაზრის წილი?
• არის თუ არა ახალი რეგულაციები, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ოპერაციებს ან პროდუქტებს?

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post