fbpx

Theneo Web Summit 2022-ის Pitch კონკურსის ნახევარფინალშია!

Theneo Web Summit 2022-ის Pitch კონკურსის ნახევარფინალშია!

საკმაოდ წარმატებულად განვითარებული მოვლენების შემდეგ, ალბათ არ იყო გასაკვირი, რომ ქართული სტარტაპი Theneo ყოველწლიურ, საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციაზე, Web Summit-ზე გამოვიდა. ძალიან წარმატებული Pitch-ის შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ Theneo Pitch კონკურსის ნახევარფინალში მოხვდა. აქვე გეტყვით, რომ ეს არის პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც ამ კონკურსში იღებს მონაწილეობას.

ნახევარფინალი დღეს, 3 ნოემბერს გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ვებ სამიტი არის ყოველწლიური ტექნოლოგიური კონფერენცია, რომელიც იმართება ლისაბონში. ის 2009 წელს პედი კოსგრეივიმ, დევიდ კელიმ და დეირ ჰიკიმ დააფუძნეს. კონფერენციის ძირითად თემებია: ინტერნეტ ტექნოლოგიები, განვითარებადი ტექნოლოგიები და ვენჩურული კაპიტალი.

ქართული სტარტაპები: Theneo

theneo-mvp.ge

Theneo – ასე ჰქვია ქართულ სტარტაპს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ანა რობაქიძემ და მარია დოლიაშვილმა დააფუძნეს და რომლის მისიაც API დოკუმენტაციის გამარტივებაა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post