fbpx

TikTok თავის მუსიკალურ აპლიკაციას ქმნის

TikTok

TikTok თავის მუსიკალურ აპლიკაციას ქმნის

TikTok-ის პლატფორმისთვის მუსიკა განუყოფელი ნაწილია. ამიტომაც, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მან საკუთარი მუსიკის აპლიკაციის შექმნა განიზრახა.

TikTok-ის მშობელმა კომპანიამ, ByteDance-მა, მაისში სასაქონლო ნიშნის განაცხადი შეიტანა აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისში „TikTok Music“-ისთვის. განაცხადის თანახმად, სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ, მოისმინონ, გააზიარონ და ჩამოტვირთონ მუსიკა. ის ასევე საშუალებას მისცემს მომხმარებლებს შექმნან, გააზიარონ და რეკომენდაცია გაუწიონ ფლეილისტებს, კომენტარი დატოვონ მუსიკის ბოლოში და ა.შ.

ByteDance-ს უკვე აქვს მუსიკის სტრიმინგის გამოცდილება. 2020 წელს ByteDance-მა გამოუშვა მუსიკალური აპლიკაცია Resso ინდოეთში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში. Resso-ს სწორედ იგივე ფუნქციები აქვს, რაც წესით „TikTok Music-ს” უნდა ჰქონდეს.

ByteDance კი იყენებს ტიკტოკს, რათა არსებული მომხმარებლები Resso-ში გადაამისამართოს. როგორ? The Information-ის მოხსენების თანახმად, TikTok აპლიკაციას ბრაზილიაში აქვს ღილაკი, რომელიც მომხმარებლებს Resso-ზე ამისამართებს, რათა მათ მათთვის საინტერესო სიმღერის სრული ვერსია მოისმინონ.

Facebook-ის კრეატორებს ვიდეოებიდან ფულის გამომუშავება შეეძლებათ

ცოტა ხნის წინ Meta-მ გამოაცხადა, რომ Facebook-ის კრეატორებს ამიერიდან ფულის გამომუშავება ფეისბუქის ვიდეოებით შეეძლებათ, თუკი ვიდეოებისთვის ლიცენზირებულ მუსიკას გამოიყენებენ.

როგორც ცნობილია, Resso-ს ჰყავდა ყოველთვიურად 40 მილიონზე მეტი მომხმარებელი ინდოეთში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში 2021 წლის ნოემბრისთვის, რიცხვი, რომელიც სავარაუდოდ, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ამ წლის დასაწყისში, Insider-ის მოხსენებამ გამოავლინა, რომ Resso-ს ყოველთვიური აქტიური მომხმარებლები 304 პროცენტით გაიზარდა 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე მხოლოდ ინდოეთში, განსხვავებით Spotify-ის 38 პროცენტიანი ზრდისგან ქვეყანაში იმავე პერიოდის განმავლობაში.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post