fbpx

სინგაპურში პირველი უფასო, უმასწავლებლო კომპიუტერული მეცნიერების კურსი შეიქმნა

mvp.ge-singapore

სინგაპურში პირველი უფასო, უმასწავლებლო კომპიუტერული მეცნიერების კურსი შეიქმნა

SkillsFuture Singapore-ის მხარდაჭერით, სინგაპურში პირველი უფასო, უმასწავლებლო კომპიუტერული მეცნიერების კურსი შეიქმნა. სასწავლო პროგრამაზე სახელწოდებით 42 Singapore რეგისტრაცია 2022 წლისთვის იქნება შესაძლებელი.

კურსს მსურველებს ფრანგული არაკომერციული უნივერსიტეტი Ecole 42 და სინგაპურის ტექნოლოგიისა და დიზაინის უნივერსიტეტი (SUTD) სთავაზობს. მასში მონაწილეობის მიღება კი 18 წლის და უფროსი ასაკის ნებისმიერ პირს შეეძლება, მიუხედავად კოდირებასა და მათემატიკაში მათი ცოდნისა.

SUTD-ის განცხადებით, 150 სტუდენტისგან შემდგარი პირველი ჯგუფი სინგაპურში სწავლას, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს დაიწყებს. მათ აუდიტორიული, ლექტორსა და სახელმძღვანელოებზე დაფუძნებული გაკვეთილები არ ჩაუტარდებათ. არამედ, პროექტებისა და გემიფიკაციის გზით, სასურველი ტემპით დაეუფლებიან ტექნიკურ უნარებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება და ქსელის ინფრასტრუქტურა.

ორ უნივერსიტეტს შორის შეთანხმება 23 ნოემბერს გაფორმდა. შეხვედრას სინგაპურის განათლების მინისტრი ჩან ჩუნ სინგიც ესწრებოდა. მისი განცხადებით, ამგვარი ინოვაციური მოდელი ინფორმაციული კომუნიკაციების ტექნოლოგიების მიღმა არსებულ სხვა სექტორებშიც უნდა დამკვიდრდეს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post