Facebook-სა და Instagram-ზე ვერიფიცირებას ნებისმიერი შეძლებს
სოციალური მედიის ლურჯი ბეჯის გადამოწმების სისტემა კიდევ უფრო კარგავს თავდაპირველ მნიშვნელობას დამატებით პლატფორმებზე. კვირას, Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Facebook და Instagram დაიწყებენ ფასიანი ვერიფიკაციის გაყიდვას ყოველთვიური გადასახადით.
ცუკერბერგის გადაწყვეტილებას ოფიციალურად ეწოდება Meta Verified და ის საშუალებას მისცემს Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს, გადაიხადონ ყოველთვიური გადასახადი, რომ მიიღონ ლურჯი ნიშანი მათი სახელის გვერდით. Meta Verified ეღირება $11,99 თვეში, თუ შეძენილია ინტერნეტში ან $14,99 თვეში, თუ შეძენილია კომპანიის iOS აპლიკაციების საშუალებით. ლურჯი ნიშნის გარდა, ცუკერბერგი ამბობს, რომ Meta Verified აბონენტები მიიღებენ დამატებით დაცვას იმ ანგარიშებისგან, რომლებიც მათი სახელით და გვარით რეგისტრირდებიან.
Meta Verified-ის გამოსაწერად, მომხმარებლებს მოეთხოვებათ დაადასტურონ თავიანთი ვინაობა ID-ის მეშვეობით. ეს, რა თქმა უნდა, ბადებს კონფიდენციალურობის შესახებ ეჭვებს. გსურთ, რომ Facebook-ს ჰქონდეს თქვენი პირადობის ასლი?
Meta Verified ჯერ ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში გამოვა, ხოლო ამ წლის ბოლოს უფრო მეტ ქვეყანაში გავრცელდება.