WhatsApp-ში შეტყობინების წაშლის ხანგრძლივობა 2 დღემდე იზრდება
თუკი WhatsApp-ში ისეთი შეტყობინება გაგზავნეთ, რომელსაც ახლა ნანობთ, პლატფორმა უკვე საშუალებას გაძლევთ, 2 დღის განმავლობაში ეს შეტყობინება წაშალოთ. აქამდე მსგავსი ქმედების განსახორციელებლად მომხმარებლებს მხოლოდ ერთი საათი ჰქონდათ.
ახალი ფუნქციის გამოყენებისთვის, პირველ რიგში, უნდა გახსნათ WhatsApp ჯგუფი ან ინდივიდუალური ჩატი, სადაც შეტყობინება გაგზავნეთ. შედარებით ხანგრძლივად დააჭირეთ შეტყობინებას, რის მერეც WhatsApp მისი წაშლის შესაძლებლობას მოგცემთ.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ ფუნქციის გამოსაყენებლად აპლიკაციის უახლესი ვერსია დაგჭირდებათ.
შეიძლება, ეს ფუნქცია პლატფორმას მცირე უპირატესობის მოპოვებაში დაეხმაროს Apple-ის iMessage მყისიერი შეტყობინების სერვისთან შედარებით. Apple ჯერ კიდევ არ გვთავაზობს ამ შესაძლებლობას, თუმცა, სავარაუდოა, რომ ამ შემოდგომაზე, როცა მისი ახალი iPhone, iPad და Mac ოპერაციული სისტემები გამოვა, შესაძლოა, კომპანია ამ ფუნქციაზე დაფიქრდეს.
თუმცა, ამ დროისთვის iOS 16 ბეტა მომხმარებლებს მხოლოდ ორ წუთს აძლევს შეტყობინების წასაშლელად.