Y Combinator-მა ახალი პლატფორმა Launch წარადგინა
Y Combinator-მა ცოტა ხნის წინ ახალი პლატფორმის Launch YC შექმნის შესახებ განაცხადა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, სტარტაპ აქსელერატორები ინდუსტრიის, სერიისა და შექმნის თარიღის მიხედვით დაახარისხონ. ცნობილი აქსელერატორი, რომელმაც ისეთი სტარტაპების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, როგორებიცაა: Instacart, Coinbase, OpenSea და Dropbox, მომხმარებლებს ახლადდაარსებული სტარტაპებისთვის ხმის მისაცემად მოუწოდებს.
YC-ის ბლოგ-პოსტში ნათქვამია, რომ რომ პროგრამა წლების განმავლობაში უკვე არსებობდა, მაგრამ ის მხოლოდ YC დამფუძნებლებისთვის იყო განკუთვნილი.
Y Combinator იყენებს Launch-ს დამფუძნებლების, დეველოპერების, ინვესტორებისა და სამუშაოს მაძიებლების აღმოჩენისთვის. რეალურად, მისი მეშვეობით დამფუძნებლებს შეეძლებათ, უფრო მეტად მიიქციონ ყურადღება და მომხმარებლები და ინვესტორები ადრეულ ეტაპებზევე მოიზიდონ.
თუ თქვენ ხართ დამფუძნებელი ან დეველოპერი, პლატფორმაზე აუცილებლად იპოვით პროდუქტებს, რომლებიც თქვენი ბიზნესის მართვასა და განვითარებაში დაგეხმარებათ. თუ ინვესტორი ხართ, YC-ის მხარდაჭერილ მომავალ ტოპ სტარტაპებს აღმოაჩენთ, – ამბობენ YC-ში.
ეს პლატფორმა ერთგვარად პასუხია YC მოდელის ერთ-ერთ ყველაზე ხმამაღალ კრიტიკაზე ბოლო წლების განმავლობაში: რადგან მისი კონტიგენტის ზომა გაიზარდა, სტარტაპების გამორჩევა ამ ეტაპზე უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ, Launch-ით YC სტარტაპებს თავის წარმოჩენის ერთგვარ გზას სთავაზობს.