fbpx

რა ეტაპებს მოიცავს 500 Georgia აქსელერაციის პროგრამა?

რა ეტაპებს მოიცავს 500 Georgia აქსელერაციის პროგრამა?

წინა სტატიებში, ჩვენ მოგიყევით 500 Global-ის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პრე-აქსელერატორისა და ვენჩურული ფონდის შესახებ, რომელიც 2.7 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს. ამ სტატიაში კი გვინდა გიამბოთ 500 Global-ის პრე-აქსელერატორის, 500 Georgia-ს შესახებ, რომელიც უკვე მესამედ ტარდება. ცნობისთვის, რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

500 Georgia პირველი საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაა საქართველოსთვის, რომელიც შექმნილია ქვეყანაში მეწარმეობის ხელშეწყობისთვის, ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებისა და ქართული კომპანიების მიერ დაფინანსების მოძიებისთვის. 500 Georgia საქართველოს ბანკისა და Gita-ს პარტნიორობით ხორციელდება.

აქსელერაციის პროცესი მაქსიმუმ 6 თვე გაგრძელდება, ოღონდ ეს მხოლოდ იმათთვის, ვინც ბოლო ეტაპამდე მივა.

2 კვირიანი Bootcamp

პირველი კვირების განმავლობაში, შერჩეული სტარტაპები გაივლიან ინტენსიურ გადამზადებას, დაესწრებიან ლექციებს, ექნებათ სამუშაო საათები. პროგრამის ეს ნაწილი, იგივე Bootcamp-ი გაიმართება ფიზიკურად.

ექსპერიმენტების ჩატარება

შემდეგი კვირების განმავლობაში, სტარტაპებს მიეცემათ საშუალება, პრაქტიკაში დანერგონ პირველ კვირებში მიღებული ცოდნა. მათ ექნებათ საშუალება, ექსპერიმენტები ჩაატარონ თავიანთ სტარტაპებში, ყოველკვირეულად გაიარონ მენტორებთან შედეგები, მიიღონ ფიდბექი და დამატებითი რეკომენდაციები მათგან.

500 Global დამატებით 4 წლის განმავლობაში გადაამზადებს საქართველოში სტარტაპებს

500 Global

შემთხვევითად გენერირებული ტექსტი ეხმარება დიზაინერებს და ტიპოგრაფიული ნაწარმის შემქმნელებს, როდესაც დიზაინის შესრულებისას საჩვენებელია, თუ როგორი იქნება ტექსტის ბლოკი. სწორედ ასეთ დროს არის

ინტენსიური ზრდა

ამის შემდეგ, გამოვლინდებიან ფინალისტები, რომლებიც ისევ შეიკრიბებიან და ისევ გაივლიან ინტენსიურ გადამზადებას. ამ პერიოდს 500 Global ინტენსიური ზრდის ფაზას უწოდებს.

დემო დღე

ღონისძიების დაწყებიდან რამდენიმე თვეში გაიმართება დემო დღე. ღონისძიება ორიენტირებული იქნება სტარტაპების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებთან დაკავშირებაზე.

გლობალურობა

დემო დღეზე გამოვლინდება ერთი ან ორი საუკეთესო კომპანია, რომლებმაც მთელი აქსელერაციის პროცესში საუკეთესო შედეგები დადეს, რომლებმაც მენტორების მოწონება დაიმსახურეს და რომლებმაც ყველაზე კარგი Pitch-ი წარადგინეს. გამარჯვებული კომპანიები 2 კვირით გაემგზავრებიან სილიკონ ველიზე. ეს დაეხმარება სტარტაპერებს, გაიუმჯობესონ გლობალურ მასშტაბზე აზროვნება და ეცადონ მათი სტარტაპის საერთაშორისო ბაზარზე გატანას. იქ შეხვდებიან მათთვის რელევანტურ ორგანიზაციებს და დამატებითი ინვესტიციის მოძიების შესაძლებლობა ექნებათ.

მოკლედ, თუ გაქვს ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც მასშტაბირებადია გლობალურ ბაზარზე, გაქვს პროდუქტის პროტოტიპი და მომხმარებელთა მცირე რაოდენობა, რომლებიც შენს პროდუქტში თანხას იხდიან, მაშინ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდე ამ პროგრამაზე, რათა მიიღო უნიკალური ცოდნა და გამოცდილება. ესეც Რეგისტრაციის ლინკი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post