fbpx

500 Global დამატებით 4 წლის განმავლობაში გადაამზადებს საქართველოში სტარტაპებს

500 Global

500 Global დამატებით 4 წლის განმავლობაში გადაამზადებს საქართველოში სტარტაპებს

საქართველოს ბანკს, GITA-სა და მსოფლიოში წამყვან გლობალურ აქსელერატორს, 500 Global-ს შორის დამატებით 4-წლიანი პარტნიორობა გაფორმდა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, 500 Global ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპებს საქართველოში გადაამზადებს.

„მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ ისეთი გლობალური პროექტის განხორციელებას, როგორიც არის 500 Georgia. პროექტი უნიკალური შესაძლებლობაა ადგილობრივი სტარტაპებისთვის, საკუთარი საქმიანობის გასავითარებლად, მსოფლიოში წამყვან, ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიასთან და მენტორებთან იმუშაონ’’, – აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

გლობალური დონის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ ჩატარდება და სტარტაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი, რომელიც დემო დღით დასრულდება. დამატებით, ყოველი ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

,,აქსელერაციის პროგრამის პირველი ორი ნაკადი წარმატებით დასრულდა, რაც რეგიონის სტარტაპ ეკოსისტემისთვის უდიდესი წარმატება იყო. დარწმუნებული ვარ, წინ არაერთი საინტერესო აღმოჩენა გველოდება. აღნიშნული პარტნიორობა კიდევ უამრავ სტარტაპს მისცემს შესაძლებლობას განვითარდეს, მასშტაბირდეს და გამოცდილი მენტორების დახმარებით, აითვისოს ახალი შესაძლებლობები გლობალურ ბაზრებზე“,- დასძენს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

ცნობისთვის, მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა, 500 Global საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა. პირველად სამმხრივი ხელმოწერა 2020 წლის 20 თებერვალს განხორციელდა.

2020-2021 წლების განმავლობაში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30-მა ქართულმა და საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა. მათგან ოთხი სტარტაპი, – CARDEAL, Cargon, Payze, Agrolabs, – სილიკონის ველზე გაემგზავრა პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობისთვის, რაც ახალი კონტაქტების დამყარების და ინვესტორებთან დაკავშირების აქტივობებს მოიცავდა.

Payze – პირველი ქართული სტარტაპი Y Combinator-ში

Payze

,,დღეს დილით დაგვირეკეს და შეგვატყობინეს, რომ Y Combinator-ში მიგვიღეს. ეს ჩვენი გუნდისა და წამოწყების ისეთი მიღწევაა, რომელმაც გაგვიასმაგა თავდაჯერებულობა და მონდომება, რითიც უნდა გავნაგრძოთ ყველაფრის კეთება’’, – აი, ასეთი სიახლით დაგვიბრუნდნენ კახა გელაშვილი და გეგა. ამრიგად, Payze გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც YC-ის სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთო.

500 Global-ის შესახებ

500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც ადრეულ ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპების დამფუძნებლებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს.

2010 წელს დაარსების შემდგომ, ფირმამ მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, რომლებიც 81 ქვეყანაში ოპერირებად 2600-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენდნენ. მისი პორტფელი მოიცავს 45 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 130-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აჭარბებს.

აქსელერატორი მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს, შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები, რომლებშიც სტარტაპები სწრაფ განვითარებას შეძლებენ.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post