fbpx

სტარტაპინკუბატორის დადებითი და უარყოფითი მხარეები

სტარტაპინკუბატორის

სტარტაპინკუბატორის დადებითი და უარყოფითი მხარეები

სტარტაპინკუბატორის დანიშნულებაა განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების დახმარება იდეის ჩამოყალიბებაში და მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (MVP) შექმნაში. ეს სპეციალურად შემუშავებული პროგრამა სტარტაპებს მრავალი რესურსით უზრუნველყოფს და არაერთი სარგებელი მოაქვს მათთვის. თუმცა, როგორც ყველაფერს, სტარტაპინკუბატორსაც აქვს უარყოფითი მხარეები, რომლებიც დამფუძნებლებმა განაცხადის გაგზავნამდე უნდა გაითვალისწინონ.

დადებითი მხარეები

პროგრამა სტარტაპებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას სთავაზობს. მის ფარგლებში მონაწილეებმა შესაძლოა მიიღონ შემდეგი სახის სარგებელი:

თანხის დაზოგვა – ინკუბატორი უფასო ან საბაზრო ღირებულებასთან შედარებით იაფ სამუშაო სივრცეებს უზრუნველყოფს. ეს სტარტაპებს ზედნადები ხარჯების შემცირებასა და ფულადი სახსრების პროდუქტის/მომსახურების განვითარებისკენ მიმართვაში ეხმარება.

კონცენტრაციის გაუმჯობესება – პროგრამის სტრუქტურირებული გარემოს დამსახურებით, სტარტაპების დამფუძნებლები საქმიანობაში ბოლომდე ერთვებიან. სტარტაპინკუბატორის სასწავლო ნაწილი და სხვადასხვა ამოცანისთვის განსაზღვრული საათები კარგი სამუშაო უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს.

სწავლა (სტარტაპებისგან) – სტარტაპინკუბატორის მონაწილე სტარტაპები ხშირად საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობენ. ეს დამფუძნებლებს იდეების გაზიარების, პარტნიორობების ჩამოყალიბების, ასევე ერთმანეთის წარმატებასა თუ მარცხზე სწავლის საშუალებას აძლევს.

სწავლა (გამოცდილი ადამიანებისგან) და განვითარება – პროგრამა სტარტაპებს სხვადასხვა სახის სამუშაო შეხვედრას, ტრენინგსა და პანელურ დისკუსიას სთავაზობს. მენტორები შესაძლოა იყვნენ (ყოფილი ან მოქმედი) ანტრეპრენერები, იურისტები, მკვლევრები, ბუღალტრები, ადამიანური რესურსების მენეჯერები და ა.შ. სტარტაპინკუბატორის მეშვეობით, დამფუძნებლები დამატებით სხვა საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომასაც იღებენ.

პოტენციური ინვესტორების ნდობა – ამ პროგრამებს ინვესტორებთან უშუალო კონტაქტი აქვთ და მათი დახმარებით, სტარტაპებს დაფინანსების წყაროებთან კავშირის დამყარება უადვილდებათ. თანაც, მაღალი რეპუტაციის მქონე სტარტაპინკუბატორის მონაწილეობა შესაძლოა ინვესტორებში შთაბეჭდილების გამომწვევი და დამფუძნებლების უნარებისა თუ სწრაფვის ერთგვარი დამადასტურებელი საშუალება იყოს. აღნიშნულმა კი, ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიანიჭოს მათ.

სხვა სახის სარგებელი – ინკუბატორში მონაწილეობა სხვა მრავალი სახის სარგებელსაც შეიძლება მოიცავდეს. ეს შესაძლოა იყოს თუნდაც იურიდიული ან ბუღალტრული მხარდაჭერა, ბაზრის კვლევაში ან მარკეტინგული მიმართულებით დახმარება და ა.შ.

რას საქმიანობენ სტარტაპინკუბატორები?

სტარტაპინკუბატორები

სტარტაპინკუბატორები სპეციალურად შემუშავებული პროგრამებია, რომლებიც ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს ზრდასა და განვითარებაში ეხმარებიან. მათ მიერ უზრუნველყოფილი რესურსები კომპანიებს იდეის ჩამოყალიბებასა და დახვეწაში ეხმარება.

უარყოფითი მხარეები

ამ პროგრამებმა შესაძლოა უამრავი სარგებელი მოუტანოს სტარტაპებს, თუმცა მათში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანამდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებაა საჭირო. ქვემოთ ჩამოთვლილი დეტალები შესაძლოა ზოგიერთი სტარტაპისთვის უარყოფით გამოცდილებასთან ასოცირდებოდეს.

ანგარიშის ჩაბარება – სტარტაპინკუბატორი პროფესიული გარემოა, რომელშიც პროგრესი მნიშვნელოვანი საზომია. პროგრამის ფარგლებში დამფუძნებლებს სტარტაპის წინსვლის შესახებ ანგარიშის ჩაბარება ხშირად უხდებათ.

დროითი ვალდებულებ – პროგრამა შესაძლოა 6 თვიდან 5 წლამდე (საშუალოდ, 2 წელი) გაგრძელდეს. მართალია, დამფუძნებლები ბევრს სწავლობენ, თუმცა მისთვის დიდი დროის დათმობაა საჭირო. კონკრეტული სტარტაპინკუბატორის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შესაძლოა ის უფრო მეტად შესაფერისი იყოს იმ სტარტაპებისთვის, რომელთაც განვითარებისთვის მეტი დრო სჭირდებათ.

მკაცრი განრიგი – პროგრამაში მოვლენები წინასწარგანსაზღვრული გრაფიკის მიხედვით ვითარდება, ხშირად გამართულ სამუშაო შეხვედრებსა თუ სხვა აქტივობებზე დასწრება კი მკაცრად მოითხოვება. ამგვარი განრიგი ზოგიერთი გუნდისთვის შესაძლოა ყურადღების გამფანტავი აღმოჩნდეს და მათ სტარტაპთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საქმეებს დრო ვეღარ დაუთმონ.

შეზღუდული წვდომა – სტარტაპინკუბატორში (განსაკუთრებით, მაღალრეპუტაციულში) მოხვედრა მარტივი ნამდვილად არ არის. განაცხადების დამუშავების პროცესი საკმაოდ მკაცრი და კონკურენტულია.

რა უნდა გაითვალისწინონ დამფუძნებლებმა

სტარტაპინკუბატორები, ცხადია, ერთმანეთისგან განსხვავდებიან და თითოეულ მათგანს  სტარტაპებისთვის სხვადასხვა სახის სარგებელი მოაქვს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ დამფუძნებლებმა განაცხადის შეტანამდე განსაზღვრონ, რამდენად შესაბამისი და ღირებულია მათთვის კონკრეტულ პროგრამაში მონაწილეობა. გადაწყვეტილების მიღებამდე, რამდენიმე საკითხის გათვალისწინებაა საჭირო:

შესაბამისობაგანცხადების გაგზავნამდე, დამფუძნებლებმა ინკუბატორის შეთავაზებებს უნდა გადახედოს და ნახოს, რამდენად შეესაბამება ისინი სტარტაპის საჭიროებებს. ამის გარდა, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამდენად შეესაბამება პროგრამის მენტორების გამოცდილება, უნარები და კავშირები კომპანიის საოპერაციო სექტორს.

სასწავლო გეგმა – აუცილებელია, რომ სტარტაპის გუნდმა სასწავლო გეგმას წინასწარ გადახედოს და დარწმუნდეს, რომ პროგრამაში მონაწილეობით რელევანტურ და საჭირო ინფორმაციას მიიღებს.

შედეგებიინკუბატორის შერჩევისას მნიშვნელოვანია მისი კურსდამთავრებულების გამოცდილების გათვალისწინებაც. დამფუძნებლებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია იმ სტარტაპების შესახებ, რომელთაც გაიარეს რომელიმე კონკრეტული პროგრამა და გაარკვიონ, რამდენად წარმატებულები (ან წარუმატებლები) გახდნენ ისინი.

მდებარეობაროგორც უკვე ვახსენეთ, ინკუბატორში დატვირთული გრაფიკია. სტარტაპერებს ყოველდღიურად თუ არა, კვირაში რამდენჯერმე მაინც უხდებათ სხვადასხვა სამუშაო შეხვედრაზე სიარული. აქედან გამომდინარე, გასათვალისწინებელია, თუ რამდენად ახლოს მდებარეობს ინკუბატორი და  გახდება თუ არა საჭირო საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post