Collectible Avatars – Reddit-ის ახალი ნაბიჯი NFT სამყაროში
Collectible Avatars – ეს არის Reddit-ის ახალი, შეზღუდული რაოდენობის ავატარების კოლექცია, რომელიც სოციალურმა ქსელმა თავისი სხვადასხვა ფორუმის, მათ შორის, r/Comics, r/ProCreate და r/AdobeIllustrator, წევრებთან და ბლოკჩეინპლატფორმა Polygon-თან თანამშრომლობით გამოუშვა.
ბლოკჩეინს Reddit-ის კომუნების გაძლიერებისა და მათთვის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ გზად აღვიქვამთ. Reddit ყოველთვის იყო მოდელი იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დეცენტრალიზაცია – ჩვენი კომუნები დამოუკიდებლად არის აშენებული და მართული. ჩვენი მისიის, ამ კომუნების გაძლიერების, ფარგლებში ვიკვლევთ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათთვის მეტი დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის შესაძლებლობის მინიჭებაში დაგვეხმარება, – აცხადებს კომპანია.
საწყის ეტაპზე, კოლექციაზე წვდომა მხოლოდ ფორუმ r/CollectibleAvatars წევრებს ექნებათ. სწორედ ამ ფორუმზე მიიღებენ მომხმარებლები ინფორმაციას ავატარების შეძენის, შენახვისა და მათ შესახებ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ. კომპანიის თქმით, უახლოეს კვირებში, კოლექცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება.
აღსანიშნია, რომ ავატარების შეძენა ფიქსირებულ ფასად ($9,99, $24,99, $49,99, $74,99 ან $99,99), ტრადიციული ვალუტით არის შესაძლებელი. ხოლო მათი შენახვა მფლობელებს Reddit-ის ციფრულ ბლოკჩეინსაფულეში, Vault-ში შეეძლებათ.
ჰობით ფულის გამომუშავების შესაძლებლობა, ანუ NFT თამაშები
თუ ვიდეოთამაშები გიზიდავთ, შეგიძლიათ, თქვენი ჰობი დამატებითი ფინანსების გამომუშავების ან ინვესტირების დაწყების შესაძლებლობად აქციოთ. როგორ? NFT თამაშებით. რა არის ამისთვის საჭირო? მხოლოდ კომპიუტერი ან მობილური მოწყობილობა, ციფრული საფულე და კრიპტობირჟაზე წვდომა. და მაინც, როგორ უნდა მოახდინოთ განტვირთვისა და გართობის პროცესის მონეტიზაცია?
კომპანიის თქმით, Collectible Avatars-იდან სასურველი პერსონაჟის შესყიდვის შემდეგ, მფლობელები მათ გამოყენებას როგორც Reddit-ზე, ასევე პლატფორმის მიღმაც შეძლებენ. თავად სოციალური ქსელის ფარგლებში, მათი პროფილის სურათად დაყენება იქნება შესაძლებელი, რის შემდეგაც მომხმარებლის ავატარს კომენტარების სექციაში მბზინვარე ეფექტი ექნება.
Reddit-ის განცხადებით, ავატარების ავტორები გარკვეულ თანხას მიიღებენ როგორც პლატფორმაზე, ასევე სხვადასხვა ბაზარზე, მაგალითად OpenSea-ზე გაყიდული ყოველი ნამუშევრისთვის.