fbpx

iOS 16.1 ბეტაში Apple ბატარეის ინდიკატორს გააუმჯობესებს

iOS 16.1 ბეტაში Apple ბატარეის ინდიკატორს გააუმჯობესებს

Apple-ის უახლესი iOS 16.1 ბეტა ვერსია, ძირითადად, ბატარეის პროცენტული მაჩვენებლის გარშემო იქნება კონცენტრირებული. iOS 16-ის გამოსვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან მისი ბატარეის მაჩვენებელი პროცენტულობას აღარ აჩვენებდა. Apple-მა ეს გაითვალისწინა და ამიერიდან ბატარეის ხატულა შეივსება იმის მიხედვით, თუ რა დონეზეა ის დატენილი.

გაუმჯობესებული ინდიკატორი არ არის ბატარეის სტატუსის ერთადერთი განახლება. iOS 16.1 ბეტა 2-ს ასევე შეუძლია აჩვენოს ბატარეის პროცენტული მაჩვენებელი თქვენს დაბლოკილ ეკრანზეც მაშინ, როცა ტელეფონის დამუხტვას დაიწყებთ.

ჩვენ არ ვიცით, როდის გეგმავს Apple iOS 16.1-ის საჯაროდ გამოშვებას, მაგრამ, ვარაუდობენ, რომ ის მალე გამოვა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post